რადიალი - მშვიდი და გაწონასწორებული წყობაა ხაზოვანების და ფერის ცვლილებების გარეშე. საერთო სურათი ჰომოგენური და ერთგვაროვანია. კორძები მხოლოდ მინიმალური ზომის და მინიმალური რაოდენობით არის დაშვებული. ეს სორტირება ყველზე ძვირადღირებულ სორტირებად ითვლება, რადგან მცირე რაოდენობით მოიპოვება. განსაკუთრებით ლამაზია ფრანგულ წყობაზე.
სელექტი - ფერი ამ სორტირებაზეც ერთგვაროვანია მცირე ზომის და მინიმალური რაოდენობის კორძებით. ახასიათებს მდიდარი ხაზოვანება, რის გამოც უფრო მეტყველია და ვიზუალი უფრო ცოცხალი აქვს ვიდრე რადიალს.
ნატური - ახასიათებს ფერთა და ხაზების თამაში და მოზრდილი, ჯანსაღი კორძების საშუალო რაოდენობა. არაერთგვაროვანი ფერების გამო შეიძლება დაგებულ პარკეტს ზებრისებუღი ვიზუალი ქონდეს.
რუსტიკი - ხასიათდება დიდი და მცირე ზომის კორძების დიდი რაოდენობით. ხაზოვანება შერეულია. ბევრს ეს სორტირება უფრო მოსწონს, ვიდრე რადიალი ან სელექტი. ფაქტი ერთია: ასეთი პარკეტი ოთახში დომინატურია და ითხოვს ყურადღებას.
საბოლოო ჯამში რომელ წყობას შეარჩევთ თქვენს ინდივიდუალურ გემოვნებაზე და ფინანსურ რესურსზეა დამოკიდებული.