მითხარი როგორი იატაკი გსურს

  და გეტყვი ვინა ხარ შენ

  პარკეტი.გე

  გამარჯობა

ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა

პარკეტის წყობები ანუ კრუასანი ყავასთან

 

რა წყობით დავაგოთ პარკეტი? ამ კითხვაზე პასუხი ისე ბუნებრივი არ არის, როგორც კრუასანი ყავასთან. იცოდი რომ რიგ შემთხვევებში აუცილებელი ყოფილა ჯერ წყობა შევარჩიოთ და ამის შემდეგ ვეძებოთ პარკეტი?

parketis-ckobebi-kriasani

დღეს ვისაუბროთ პარკეტის წყობებზე. ასევე იმაზე რა ვიზუალურ და ფსიქოლოგიურ ეფექტს იწვევს მნახველში სხვადასხვა გეომეტრიით დალაგებული პარკეტი

იატაკის ესთეტიკას ხის ჯიშთან ერთად დაგების გეომეტრია განსაზღვრავს. პარკეტის მრავალი წყობა არსებობს. 

გემბანური (პალუბნი), პარალელური, ინგლისური, ოქსფორდი, თევზის ძვალი - იგივე იოლკა, იგივე fishbone ან herringbone, ფრანგული პარკეტი - იგივე ფრანგული იოლკა, იგივე chevron, ჭადრაკული, რომბი, კიბე, მოზაიკური, ნაქსოვი, ძველგერმანული, ბურგუნდიული და ასე შორს შეიძლება გაგრძელება.

ამას ემატება სხვა სახელები დაფურ პარკეტზე. როგორ გავიკვლოთ გზა ამ ლაბირინთებში და როგორ შევარჩიოთ ჩვენი წყობა?

წყობის შერჩევისას ლამაზმა სახელმა არ უნდა გვაცდუნოს. არც ფოტოგრაფის მიერ ოსტატურად დაჭერილი კადრი ნიშნავს ავტომატურად, რომ ეს წყობა ჩვენს სივრცეშიც იგივე დოზით ეფექტური იქნება.

რა უნდა გავითვალისწინოთ?

პირველ რიგში სათვალავში მისაღებია სივრცითი მოცემულობები: 

  • ოთახის განფენილობა (ვიწროა ოთახი თუ ფართო, მართკუთხაა თუ მეტად კვადრატული)
  • სხივუხვობა (ფანჯრების არსებობა და ზომები, მზიანი თუ უმზეო მხარე, დაჩრდილვა)
  • იატაკის რა ნაწილია ხილული? ჩანს თუ არა პარკეტის ვრცელი მონაკვეთები თუ უმეტესად ავეჯის ქვეშ არის მოქცეული?
  • რა ფუნქციური დატვირთვა უნდა ქონდეს პარკეტს? (საოჯახო, საოფისე და საჯარო)

 

რაც არ უნდა ერთი შეხედვით მდიდრული წყობით დავაგოთ პარკეტი პატარა ოთახში, მას ვერსალის დარბაზად ვერ გადავაქცევთ. ეფექტი შეიძლება საპირისპირო მივიღოთ და სივიწროვის განცდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ფართო წყობებს მასშტაბები სჭირდებათ „გასახსნელად“, ისევე როგორც კარგ წითელ ღვინოს ღირსებების შესაფასებლად შესაფერისი ტემპერატურა და ფუჟერი სჭირდება. სხვადასხვა ტემპერატურაზე და სხვადასხვა ჭიქაში ღვინოს ხომ განსხვავებული გემო აქვს.

ckobebi-gvino9pXHHyFcIQprp

არ არსებობს მზა ფორმულები, რომლებიც გვიკარნახებს რომელი გეომეტრიული წყობა რომელ ოთახში გამოვიყენოთ. თუმცა ორიენტირის სახით არსებობს ოქროს წესები, რომლებიც ყველა სივრცეს შეიძლება მივუსადაგოთ:


 

  • პარკეტის ირიბი კუთხით დაგება ოთახებს მოცულობითად წარმოაჩენს. ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს მცირე ზომის პარკეტის გამოყენებით.
  • დიდი ზომის პარკეტი უფრო ეფექტურია დიდ ოთახებში.
  • პარალელური წყობები აგრძელებს ოთახს თუ ის კედლის პარალელურად მიემართება. განივი წყობა კი ამოკლებს.
  • ავეჯით დატვირთული და დაჩრდილული იატაკები უფრო ჰარმონიულია თანაბარი და ერთფეროვანი წყობით.
  • თუ ოთახში დიდი სივრცეა, სასურველია წყობები, რომლებიც მზის სხივებს სხვადასხვა ტონალობებში ათამაშებს, მაგალითად ფრანგული თევზის ძვლის წყობა.
  • ჰარმონიული საერთო სურათისთვის საჭიროა პარკეტი დაიგოს სინათლის დაცემის მიმართულებით. თუ დროთა განმავლობაში პარკეტს ღარები გაჩნდება, ისინი თვალშისაცემი არ იქნება, რადგან მზის სხივით მოხდება მათი კაშირება.
  • თუ მიმართულების და ოთახის ვიზუალურად გადიდება ან შემცირება არ გვინდა, კარგია ძლიერი წყობები მაგალითად ჭადრაკული


ქვემოთ გავეცნოთ ყველაზე გავრცელებულ წყობებს და ვნახოთ რა ვიზუალური და ფსიქოლოგიური ეფექტების მიღწევა შეიძლება განსხვავებული გეომეტრიით?

გემბანური, ე.წ. პალუბნი

საქართველოში და ალბათ მსოფლიოშიც ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული წყობაა გემბანური, ე.წ. პალუბნი წყობა. ამ წყობის თავისებურება ის არის, რომ პარკეტი ერთმანეთის პარალელურად, მაგრამ არეულად იგება. ბმები არაპროპორციული და ქაოტურია.

თუ გემბანურ წყობაში წესრიგის ელემენტებს შევიტანთ, მივიღებთ სხვა წყობებს. კერძოდ: თუ ყოველი მე-2 გვერდითა ზოლზე ბმა სიმეტრიულია და პარკეტის სიგრძის ნახევარს ემთხვევა, საქმე გვაქვს ინგლისურ წყობასთან. თუ ბმა პარკეტის სიგრძის 2/3 ზეა, ასეთ წყობას ოქსფორდს ეძახიან. მაქსიმალური სიმეტრიის შემთხვევაში კი, ანუ თუ ყველა ბმა ერთ ხაზზეა გემბანური პარალელურ წყობად გარდაიქმდება.

თუ პარალელურ წყობაში ვერტიკალზე ზოლებს ჩავაშენებთ ვიღებთ კიბეს ან ლიანდაგს. სიტყვებით ახსნას ჯობია ფოტოს შეხედო.

verlegemuster-1ju62073NNbLY0

 

იოლკა - თევზის ძვალი

მეორე ყველასთვის ნაცნობი წყობაა ე.წ იოლკა - თევზის ძვალი იგივე fishbone ან herringbone. ყველას გვინახავს ეს წყობა. საბჭოთა პერიოდშიც ხშირად აგებდნენ. პარკეტები ერთმანეთთან 90 გრადუსით იდება. მიღებული ფორმა ნაძვის ხეს ან თევზის ხერხემალს წააგავს. აქედან მოდის სახელი. არსებობს ერთზოლიანი, ორზოლიანი და სამზოლიანი თევზის ძვალი.

iolka

 

ფრანგული პარკეტი

ამავე კატეგორიაშია საქართველოში არც თუ ისე გავრცელებული, მაგრამ ბოლო პერიოდში ერთ ერთი ყველაზე ტრენდული წყობა - ფრანგული პარკეტი, იგივე ფრანგული იოლკა ან chevron.

პარკეტი ფრანგულ წყობაზე 45 ან 60 გრადუსიანი კუთხით უნდა დაიხერხოს. ეს მასალის დანაკარგს ნიშნავს, ამიტომ ამ წყობით პარკეტის დაგება უფრო ძვირია ვიდრე სტანდარტული „იოლკის“

franguli-parketi

 

რომბები

ეფექტურია და ამავე დროს ხელსაყრელი ფასი აქვს რომბებს. დაბალი ფასის მიზეზი - მასალის ხარჯი. რომბები მცირე ზომის პარკეტის ნაჭრებით ეწყობა. ეს ნაჭრები ისე ძვირი არ არის, როგორც დიდი ზომის. რომბის წყობით შეიძლება 3D ეფექტების მიღწევა.

verlegemuster-4

თითქოს ფერი არ გადევს სახეზე, ძალიან ხომ არ გარწევს გემი? ზღვის დაავადება ხომ არ შეგეყარა? ჰორიზონტს უნდა გახედო ასეთ დროს. შორს გაიხედე. როგორ ხარ?  თუ შეუძლოდ იგრძნო თავი მითხარი და აბებს მოგცემ. კარგად ხარ? ნამდვილად? მაშინ შტურვალი 30 გრადუსით მარჯვნივ დაატრიალე და განვაგრძოთ.

 შტურვალი - ჯანგოს ხელნაკეთები. https://www.facebook.com/K.J.handmades.

დამუშავებულია გლიმტრექსის ფერადი ზეთით

124746157_661757384776706_7261283220381518218_n

ძველგერმანული

საინტერესო წყობებია ძველგერმანული და ბურგუნდიული. 2 ან 3 პარკეტს პერპენდიკულარულად დამოკლებული პარკეტის ნაჭერი უღობავს გზას. თითქოს თავისუფლებას უზღუდავსო. გოეთე ამბობდა: თავისუფლება იმაში არ არის თავს ზემოთ ძალას ვერ გრძნობდეო, არამედ იმაში, რომ გრძნობდე და მაინც თავისუფალი და ბედნიერი იყოო. ბარიერში მოქცეული პარკეტის ღერები ამ წყობაში წესრიგს და სილამაზეს ქმნიან. თუ ბარიერები სხვა ფერის არის, ეფექტი უფრო თვალშისაცემია. სხვაობა ძველგერმანულს და ბურგუნდიულს შორის სიმეტრიებშია. ეს წყობა ისეთი მშვიდი არ არის, როგორც გემბანური სტილის წყობები. მეტად ითხოვს ყურადღებას.

cvelgermanuli

 

ჭადრაკული 

საკმაოდ გავრცელებული წყობაა ჭადრაკული წყობა. დაგებულ პარკეტს საჭადრაკო დაფის ვიზუალი აქვს. აქედან მოდის სახელი. მოგწონს ჭადრაკის თამაში? მე ბავშვობაში ვთამაშობდი. მიფიქრია ერთ ოთახში დავაგო ჭადრაკული წყობის პარკეტი, ზუსტად ისეთი, როგორც ჭადრაკის დაფაა - 64 უჯრა, გამოვიყენო მუქი და ნათელი ფერის პარკეტი. ფიგურებს ხისგან გამოვათლევინებდი. სიმაღლით ალბათ მუხლებამდე. მსუბუქები იქნებიან გადასაწევად. ზედხედით კარგად გამოჩნდებოდა საჭადრაკო ბრძოლის ველი. სტუმრად რომ მოხვიდოდი ჩემს სახლში ქართველი ჟანა დარკებივით გადავხედავდით საკუთარ მხედრობას და მოწინააღმდეგე ჯარის განლაგებას. დავრაზმავდით სპილოებს, შევაბამდით საბრძოლო ეტლებში მოფრუტუნე ცხენებს, ცოცხალ ფარად დავუდგებოდით ჩვენს მეფეს და გავუძღვებოთ ლაშქარს დიადი გამარჯვებისკენ.

chadrakuli

პარკეტის წყობიდან სად წავედით არა? ხმლების ჟღარუნის, შუბების ლეწვის და მუზარადების ჩეჩქვის ხმები გაისმა. არ მიყვარს ომი, არც შენ გავხარ ომსმოწყურებულს. ჩვენი ხმა მშვიდობას, სიმპატია ჭადრაკს და პარკეტის ჭადრაკულ წყობას. სრულად პაციფისტური, უშფოთველი, გაწონასწორებული წყობაა. სივრცულად ნეიტრალური ეფექტით. არც აბუქებს და არც აკნინებს სივრცეს. ამ წყობით თუ დავაგებთ პარკეტს შეცდომას არ დავუშვებთ.

ნელი ცურვით ხმელეთს ვუახლობდებით. ყურეში შევცუროთ. ნაპირზე ყავა მივირთვათ კრუასანთან...

parketis-ckobebi-kriasani31

 

მადლობა რომ მმეგობრობ. შენი ნინი

ბოლოს ნანახი