პარკეტი Parketi
♦ პარკეტის ფასს განსაზღვრავს ხის ჯიში, სორტირება და ზომა. ეს ლოგიკურიც არის. რაც უფრო დიდია პარკეტი ან ფიცარი, მით მაღალია ფასი. სორტირებაში იგულისხმება კორძები თუ აქვს ბევრი და ფერი თუ ერთგვაროვანია.
პარკეტი - ხის ჯიშები
კონსტრუქციის მიხედვით განასხვავებენ პარკეტის რამდენიმე სახეობას, თუმცა სანამ მათი პლიუს-მინუსების გარჩევას შევუდგებით, წინასწარ უნდა გავცეთ კითხვას პასუხი:
რომელ ხეს გვსურს დავუკავშიროთ ჩვენი ცხოვრება?
იატაკთან ყოვედღიური შეხება გვაქვს. ერთ სივრცეში გვძინავს მთელი ცხოვრება. დაოჯახებასაც გავს ამ გაგებით პარკეტის შერჩევა:)) ხის ჯიში განსაზღვრავს იატაკის ხასიათს და კავშირი აქვს ჩვენს განწყობასთან
იატაკად გამოყენებადი ხის ჯიშებიდან ჩვენში ყველაზე გავრცელებულია წიფელი, მუხა, კაკალი, აკაცია და კოპიტი. თითოეული ჯიშზე და მათ ავკარგზე ცალკე ვისაუბროთ, ახლა პარკეტის სახეობები განვიხილოთ.
იატაკის ფიცარი
♦ ფოთლოვანი ჯიშის XL ზომის მასიურ ფიცრები ძველ დროს ხშირად იგებოდა. დღეს თითქმის აღარ. ძვირფასი მერქნების მასიური ფიცრები ორშრიანმა და სამშრიანმა პარკეტმა ჩაანაცვლა. ფოთლოვანი ჯიშების მერქანი იმდენად ძვირფასია, რომ რესურსების ფლანგვა და შეიძლება დანაშაულიც არის მათი მასიური ფორმით იატაკად გამოყენება.
♦ წიწვოვავი ჯიშები (ფიჭვი, ნაძვი, ლარიქსი) 6 მეტრამდე შოვნადია საქართველოში. რუსეთიდან შემოდის. ხარისხიც არის. ფასი სისქის მიხედვით მერყეობს. წიწვოვანი ჯიშები ლამაზია და სურნელიც სასიამოვნო აქვს, მაგრამ ერთი მინუსია: - წიწვოვან ჯიშებს შედრებით რბილი მერქანი აქვთ. ეს პრაქტიკაში იმას ნიშნავს, რომ თუ რამე მძიმე ნივთი დაგვივარდა, ფიცარი ჩაღრმავებებს იკეთებს. + თუკი მოვუფრთხილდებით ფიჭვის ფიცარი კარგი ვარიანტია, განსაკუთრებით საძინებელში. ნათელი ფერი თუ არ მოგვწონს შესაძლებელია ფერი მიეცეს ზეთებით. კაკლად ვაქციოთ ფიჭვი, ან მუხად, ან რამე ეგზოტიკურ ჯიშად.წიწვოვანი ჯიშის იატაკის ხარისხიანი ფიცრების შეძენა შეგიძლიათ კომპანიაში ევროვაგონკა
სამშრიანი პარკეტი
♦ როცა მუხის ან კაკალის მასიური ფიცარი გვინდა იატაკად, მაგრამ ფინანსები შეზღუდულად გვაქვს, არსებობს ბიუჯეტური ალტერნატივა - ფიცრული დიზაინის სამშრიანი პარკეტი . დაგებულ მდგომარეობაში მასიური ფიცრისგან არაფრით განსხვავდება. 3 ფენისგან შედგება. ზედა ფენა არის ძვირფასი ხის ჯიში. სამშრიანი ფიცრული პარკეტის ➕ ის არის, რომ ოთახში ფიცრის ვიზუალს ვიღებთ და ხესთან ვიწყებთ თანაცხოვრებას. შესაძლებელია ლამინატის მსგავსად დაეგოს. დაგებისთანავე შეიძლება ცხოვრება. ციკლოვკა არ სჭირდება, რადგან ქარხნულად არის უკვე დალაქული ან დაზეთილი. ძირითადად დაზეთილი.
რატომ დაზეთილი? სამშრიანი პარკეტის ზედა ძვირფასი ფენა თხელია (ძირითადად 3-4 მმ.), ხშირი ციკლოვკების კეთება არ არის რეკომენდირებული. ზეთს კი ციკლოვკა არ სჭირდება.
რა პლიუსები და მინუსები აქვს პარკეტის ლაქს და თუ ზეთს ეს ცალკე თემაა და ცალკე მოგიყვები თუ გაინტერესებს.
თუ ციკლოვკის გაკეთებას ფიქრობ სამშრიან პარკეტზე, ან გინდა ბევრად მეტ ხანს მოგემსახუროს, პარკეტი უნდა დააწებო. რატომ? ციკლოვკის აპარატს ვიბრაცია აქვს და იატაკი ამ დროს არ უნდა მოძრაობდეს. დაწებილ სამშრიან პარკეტს სიარულის დროს ხმის იზოლაციაც ბევრად უკეთესი აქვს, ფეხსაცმლის კაკუნი ნაკლებად ისმის. დაწებებას კიდევ ერთი პლიუსი აქვს: თუ იატაკის გათბობა გვაქვს, სითბოს წებოს გავლით პირდაპირი კავშირი აქვსო ფიცართან და არ იკარგება. ენერგოეფექტურია დაწებებული სამშრიანი პარკეტი.
♦ სამშრიან პარკეტი 2️⃣ ტიპის არსებობს. უფრო მოთხოვნადი და ძვირფასია ფიცრული დიზაინის სამშრიანი პარკეტი. მიზეზი მარტივია. მის დასამზადებლად გრძელი ფიცრების დაჭრა ხდება.
მეორე ვარიანტია ზოლებიანი სამშრიანი პარკეტი. ეს სახეობა მცირე ზომის, ნარჩენი მასალებით მიიღება. ძირითადად გემბანურ წყობაზე არის შეწებებული. სამშრიანი პარკეტის მეორე გავრცელებული სახელია სამშრიანი ლამინატი. ეს სახელი არასწორია. პარკეტი ლამინატი არ არის.
ორშრიანი პარკეტი
♦ საინჟინრო პარკეტის მეორე ვარიანტი არის ორშრიანი პარკეტი. განსხვავება ის არის, რომ ეს პარკეტი 2 შრისგან შედგება, ჩამკეტი სისტემა არ აქვს, როგორც სამშრიან პარკეტს და ამიტომ აუცილებლად უნდა დაეწებოს.
კლასიკური პარკეტი
♦ ამ პარკეტს ყველა კარგად იცნობს. ხის მომცრო ზომის მართკუთხა ნაჭრებია, რომლებსაც აქვთ ღარები და ქიმები. ქიმები ღარში ჯდება და პარკეტი ერთ დონეზე სწორდება. სისქეს ღარიდან ზედაპირამდე მუშა სისქეს ეძახიან. მუშა სისქის მოხვეწა არის შესაძლებელი.
ამ პარკეტის დიდი + ია ის, რომ სხვადასხვა წყობებით შეიძლება მისი დაგება. ჩვენი გემოვნებით დიზაინერული ვარიაციების საშუალებას იძლევა.
თურმე შერჩევაში ყურადღებაა საჭირო. უნდა ვიკითხოთ თუ არის პარკეტი თერმულად დამუშავებული. თუ თერმულად დამუშავებული არ არის, არის იმის საფრთხე, რომ პარკეტს ჭია გაუჩნდეს.
საქართველოში გაყიდვაშია რამოდენიმე სახეობის კლასიკური პარკეტი. ადგილობრივი წარმოების წიფელი, მუხა, კოპიტი და აკაცია.
განსხვავებებია დასავლეთის და აღმოსავლეთის პარკეტს შორის. აღმოსავლეთის პარკეტს უფრო მაღალი ტენიანობა აქვს კლიმატური პირობების გამო.
წიფლის პარკეტი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოიპოვება. იმპორტით არ შემოდის, ფასი დაბალია და არავის უღირს შემოტანა. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ წიფელს პარკეტად არც რუსეთში და არც ევროპაში სწყალობენ დიდად. წიფლის პარკეტს აქვს თავისი პლიუსები. მათ შესახებ ვსაუბრობთ აქ: წიფლის პარკეტი
მუხის პარკეტი
ქართულ ბაზარზე არის როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე რუსული და ევროპული. არსებული პარკეტის სისქე 15 ან 20 მმ, ევროპაში 22 მმ სისქის პარკეტია გავრცელებული. მუხის პარკეტზე ბევრია სასაუბრო და თუ გაინტერესებს აქ ვისაუბროთ: მუხის პარკეტი
აკაციის პარკეტი
ძალიან მყარ პარკეტად ითვლება, უფრო მყარიაო ვიდრე მუხა და ფასიც მუხაზე მაღალია. ლამაზი ვიზუალი აქვს და გამძლეობითაც აკაციის პარკეტი გამართლებული არჩევანია. ამ თემაზე სასაუბროდ გეპატიჟები აქ: აკაციის პარკეტი
მოზაიკური პარკეტი
♦ ამ სახელის მიღმა იმალება მცირე ზომის ჩხირებით დაფებად შეკრული პარკეტი. ეს პარკეტის სახეობა ძალიან გავრცელებულია გერმანიაში. დაბალი ფასის გამო წარსულშიც ხშირად აგებდნენ და დღესაც პოპულარულია. განსაკუთრებით გასაქირავებელ ბინებში აგებენ, რომ გაზარდონ ბინის ღირებულება. პარკეტი დასავლეთ ევროპაში ფუფუნების საგანია. მეორე იმის გამო აგებენ ხშირად, რომ ამ პარკეტის ციკლოვკა მრავალჯერადად არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკურ პარკეტთან შედარებით მთლიანობაში ბევრად თხელია, მხოლოდ 8 მილიმეტრი, მაგრამ მას ღარები და ქიმები არ აქვს მთლიანად მუშა სისქეა.
ამ პარკეტით წყობებს თავად ვერ განვსაზღვრავთ. ქარხნულად არის წყობა განსაზღვრული. ვყიდულობთ წყობას, რომელიც გვინდა და ვაგებთ წებოზე.
მხატვრული პარკეტი
♦ იჭრება სხვადასხვა ფორმის და ზომის მცირე დეტალები და იწყობა მათი საშუალებით გეომეტრიული კომპოზიციები და ნახატები.
არის სხვა სახეობის პარკეტებიც, მაგალითად ინდუსტრიული, დაფური. მათზეც მოგიყვები თუ გაინტერესებს. ჯერ სრული ინფორმაცია არ მაქვს.
თუ პარკეტზე ფინანსურად ხელი არ მიგვიწვდება შესაძლებელია დავაგოთ ლამინატი