მითხარი როგორი იატაკი გსურს

  და გეტყვი ვინა ხარ შენ

  პარკეტი.გე

  გამარჯობა

Bona - შვედური პრემიუმ ხაზის ლაქი

ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა
bona-logo

ბონა ხის იატაკის დასამუშავებელი საშუალებების ერთ ერთი წამყვანი ბრანდია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მაღალი ხარისხის სიმბოლოდ აღიქმება. 

ბონა - პრომო ვიდეო

ბრენდის პოპულარობა

შვედეთში 1919 წელს დაარსებული ფირმის პოპულარობა ახალ ეტაპზე გადავიდა მას შემდეგ, რაც ბრენდმა ამერიკის ბაზარზე შეაღწია. ბონას პრემიუმ ხაზის ლაქებს დღეს ბევრ პრესტიჟულ შენობასა და მუზეუმებში ვხვდეთ. 

ბონა - NBA ოფიციალური პარტნიორი

ბონას სპორტული ხაზის ლაქებით ილაქება ამერიკული საკათბურთო ასოციაციის დარბაზები და ბონა NBA-ს ოფიციალური პარტნიორია.

bona-nba-partner

ბონას ლაქების ხაზი

ბონას ყველა ლაქი ერთი ხარისხის არ არის. როგორც ბევრი სხვა ბრენდი, ბონაც განასხვავებს ლაქებს დანიშნულების მიხედვით. არის მცირე, საშუალო და მაღალი დატვირთვის ლაქები. ასევე 1- და 2 კომპონენტიანი ლაქები.

bona-xazi

თუ პროდუქტს შევხედავთ მისი კლასიფიკაცია მარტივია, რადგან ეტიკეტზე დატანილია ნაფეხურები. ამ ნაფეხურების რაოდენობაზე დაკვირვებით მარტივია გავარკვიოთ რა დანიშნულების ლაქთან გვაქვს საქმე. განვიხილოთ რამოდენიმე ძირითადი ლაქი ბონას ხაზიდან.

Bona Trafic HD - ბონა ტრაფიკი

არასპორტული დანიშნულებით გამოსაყენებელ ლაქებში ყველაზე მყარი ლაქია. ეს არის 2 კომპონენტიანი ლაქი. ლაქი და გამაძლერებელი ერევა ერთმანეთს და ქიმიური რეაქციის შედეგად მიღებული ნაზავი ქმნის მის ხასიათს.

bona-traffic
შეიძინე ჩვენთან

ეს ლაქი ძირითადად რეკომენდირებულია მაღალი დატვირთვების მქონე იატაკებისთვის, როგორიცაა ხალხმრავალი მაღაზიები, მუზეუმები და ა.შ. თუმცა საოჯახო პირობებშიც თუ გამოვიყენებთ მივიღებთ ლამაზ იატაკის საფარს, რომელიც დიდხანს ერთგულად გვემსახურება,

როგორც ამბობენ Bona Trafic HD - ბონა ტრაფიკი, ეგვიპტური პირამიდების მსგავსად არ უფრთხისო დროს.

bona-traffic-hdjZ30IeWBTbIAj

ამ ლაქის ერთადერთი მინუსი მისი ძალიან მაღალი ფასია, თუმცა ჩვენს ფასს ევროპულ და ამერიკულ ფასს თუ შეადარებთ, მიხვდებით რომ ამ ფასად ეს ლაქი თითქმის საჩუქარია

Bona Mega One - ბონა მეგა ვან

ეს ლაქი ბონას 1 კომპონენტიან ლაქებში ყველაზე ძლიერი ლაქია. ლაქი კარგად შრება, შუალედური პოლირება მარტივად უკეთდება და ცვეთემედეგობით 2 კომპონენტიან Bona Trafic HD ს დიდად არ ჩამოუვარდება. 

bona-mega-one
შეიძინე ჩვენთან

ლაქი მაქსიმალურად ინარჩუნებს ფერს და დროთა განმავლობაში არ ყვითლდება. დაიტანება 3 ფენად. ოფციონალურად შესაძლებელია მე3 ფენად დავიტანოთ 2 კომპონენტიანი ბონა ტრაფიკი. 

Bona Mega - ბონა მეგა

ეს ლაქი 90 იან წლებში გამოჩნდა და ბაზარზე თავი მალე დაიმკვიდრა. ეს ლაქიც განკუთვნილია საოჯახო დატვირთვებისთვის.  

bona-mega
შეიძინე ჩვენთან

Bona Domo - ბონა დომო

წინა ლაქებთან შედარებით ეს ლაქი დაბალბიუჯეტურია და შესაბამისად ცვეთამედეგობა ნაკლები აქვს. გამოიყენება მსუბუქი საოჯახო დატვირთვებისთვის.

bona-domo
შეიძინე ჩვენთან

ბონა - ისტორიული თარიღები

ბოლოს ნანახი