სად ვყიდულობთ პარკეტს?

  parketi.ge - ზე

  599695964

ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა
პარკეტი მუხის ნატურ - სელექტი
პარკეტი მუხის ნატურ - სელექტი
ზომები ( 500 ან 550 ან 600) x 75 x 20 მმ. (800 ან 850 ან 900) x 100 x 20 მმ.
ფასი 1 კვადრატულ მეტრზე
99,00 GEL *
პარკეტი მუხის parketi
პარკეტი მუხის ექსკლუზივი
ზომები ( 500 ან 550 ან 600) x 75 x 20 მმ. (800 ან 850 ან 900) x 100 x 20 მმ.
ფასი 1 კვადრატულ მეტრზე
140,00 GEL *

მუხის პარკეტი

ტენდენციები იცვლებიან, მუხა კი ყველაზე პოპულარულ პარკეტის სახეობად რჩება. რა განაპირობებს მის პოპულარობას?  

პოპულარობის მიზეზები

  •  უნივერსალურობა

მუხის პოპულარობა განპირობებულია პირველ რიგში მისი ვიზუალური უნივერსალურობით. ძნელად მოსაძებნია დიზაინერული მიმართულება ინტერიერში, ან ავეჯი, თანამედროვედან კლასიკურამდე, რომელსაც ორგანულად ვერ შეერწყას მუხის პარკეტი.

  • სიმკვრივე

მუხის პარკეტი ერთ ერთი ყველაზე მყარი პარკეტია. ბრინელის შკალაზე მუხა მოწინავე პოზიციებზეა. ანუ, თუ ძალიან არ ვეცადეთ, მასზე ჩაღრმავებები და ნაკაწრები არ ჩნდება. ამის გამო პარკეტი ბუნებრივ სილამაზეს დიდ ხანს ინარჩუნებს და მისი დაგება შეიძლება ისეთ სივრცეებშიც, სადაც მაღალი ინტენსივობის მიდი-მოდია. თუ სახლში გვყავს ძაღლი-კატა, მუხის პარკეტი მათი თათებით მექანიკურად არ დაისერება.

  • ნესტის მიმართ კარგი მდგრადობა.

ამ თვისების გამო მუხის დაგება სამზარეულოში და წესების გათვალისწინებით აბაზანაშიც შეიძლება.

  • მარტივი მოვლა

მისი მოწმენდა კარგად გაწურული ტილოთი შეიძლება. თუმცა არ უნდა გადავაჭარბოთ და ბევრი წყალი მოვარიდოთ.

  • დამუშავების შესაძლებლობა

მუხედავად ნესტმედეგობისა აუცილებელია მისი ზედაპირის დაფარვა ლაქით ან ანტიალერგიული ზეთით მყარი ცვილით. განსაკუთრებით უხდება მუხას მქრქალი ან აბრეშუმოვანი ზეთით დაფარვა.

მუხა შესაძლებელია მექანიკურად ყველა არსებული მეთოდით დამუშავდეს. იგულისხმება შებოლვა, ბრაშირება, დაფასკვა, მოხვეწა, ხელით ათლა.

  • ტანინები მუხაში

მუხა განსაკუთრებული მჟავას - ტანინებს შეიცავს. ეს ის ტანინებია რომლებიც მუხის კასრებიდან ღვინოში ან ვისკიში გადაინაცვლებს ხოლმე და სასმელს გამორჩეულ არომატს სძენს.

ტანინები კარგად შედიან რეაქციაში ფერის პიგმენტებთან და საშუალებას იძლევიან მუხას მივცეთ სხვადასხვა შეფერილობა და ტონალობა.

  • მუხის პარკეტის ვიზუალი

მუხა საცხოვრებელ სივრცეში გამორჩეულად თბილ ატმოსფეროს ქმნის და ათწლეულობით ინარჩუნებს. ის ყველა წყობაზე ძალიან ეფექტურია. დაკვირვება სინათლის თამაშზე ფრანგულ წყობაზე ერთი სიამოვნებაა.

  • მუხის პარკეტის სორტირება

იატაკის ვიზუალს მნიშვნელოვანწილად პარკეტის წყობა და  სორტირება განაპირობებს. პრაქტიკაში მიღებულია მუხის პარკეტის შემდეგი სორტირებები: რადიალი, სელექტი, ნატური, რუსტიკი. მათ შესახებ დეტალებზე ვისაუბრით აქ: პარკეტის სორტირება.

  • მუხის პარკეტის ფორმები  

მუხის პარკეტი ხელმისაწვდომია როგორც მასიურ პარკეტის, ასევე ორშრიანი და სამშრიანი პარკეტის, ასევე მოდულების სახით.

მუხის პარკეტის ალტერნატივები

ბაზარზე არსებული პარკეტის სახეობებიდან მუხის პარკეტის კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს აკაციის პარკეტი.

უფრო დაბალ კლასში მოაზრება წიფლის პარკეტი და კოპიტის პარკეტი.

არ წააგებ თუ მუხის პარკეტზე შეაჩერებ არჩევანს.

ბოლოს ნანახი