: სამშრიანი პარკეტი
სამშრიანი (ინჟინერული) პარკეტი ნატურალური მუხის იატაკია, რომელიც ფენებად არის აწყობილი. ზედა ფენა 3–4 მმ სისქის მუხაა, ქვედა ფენები კი ერთმანეთის მიმართ ჯვარედინად არის დაწებებული. ამ კონსტრუქციის წყალობით პარკეტი მასიურზე ნაკლებად იკუმშება და იბერება, ამიტომ დიდ ფართობებზე და იატაკქვეშა გათბობიან სახლებშიც საიმედოდ მუშაობს. კონკრეტული მოდელის თავსებადობა გათბობასთან ჩვენთან დააზუსტეთ.
F4E (ლიტვური ბრენდი)
- კლასიკური ფიცარი 1900×190×14 მმ: ზულცი, ლიმა, ჩაპლინი, იანკი, ფაბია, უნიფორმი, მოზელი. 179 ₾/მ²-დან.
- დიდი ფორმატი 2200×240 მმ: ლორენცი, ვადუზი, გობი.
- იოლკა (Herringbone) 3 და 4 მმ ზედა ფენით.
Austriawood (ავსტრიული წარმოება)
- სამეფო პარკეტი: ვერსალი, ბადენი, ვიტელსბახი, მრგვალი ფრანგული წყობა.
- ფრანგული წყობა Chevron.
- დიზაინერული მოდულები: Star, Stella, Pentagon, Quartz, Scale, Chain, Boomerang, Axe, Leaves, Curved.
რას ნიშნავს სორტირება: რუსტიკი ცოცხალი ტექსტურაა, კვანძებით. აქცენტი უფრო ერთგვაროვანი ზედაპირია. სელექტი უმაღლესი სელექციაა, სუფთა და მშვიდი ნახატით. პარკეტების უმეტესობა ზეთით არის დამუშავებული, ამიტომ დაზიანებული ადგილის ლოკალურად აღდგენა შეიძლება.
ხშირი კითხვები
რით განსხვავდება მასიური პარკეტისგან? მასიური ერთიანი ხისგანაა, სამშრიანი ფენოვანია და უფრო სტაბილური. იხ. მასიური პარკეტი.
როგორ ვუვლი? გამოიყენეთ მოვლის საშუალებები და ზეთი ცვილით.
-
გემბანური სამშრიანი პარკეტი
გემბანური პარკეტი გრძელი, ფართო ფიცარია, რომელიც იატაკს მშვიდ, ერთიან იერს აძლევს. ყველა...
-
დიზაინერული
დიზაინერული პარკეტი ავსტრიული Austriawood-ის მუხის მოდულებია, რომლებიც იატაკზე გეომეტრიულ ნახატს ქმნის. სულ...
-
სამეფო სამშრიანი პარკეტი
სამეფო პარკეტი 980×980 მმ ზომის მზა კვადრატული მოდულებია, რომლებიც ევროპული სასახლეების კლასიკურ...