მითხარი როგორი იატაკი გსურს

  და გეტყვი ვინა ხარ შენ

  პარკეტი.გე

  გამარჯობა

ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა
პარკეტი წიფლის II ხარისხი
პარკეტი წიფლის II ხარისხი
ზომები 500 x 70 x 20 მმ.
ფასი 1 კვადრატულ მეტრზე
40,00 GEL *
პარკეტი წიფლის I ხარისხი
პარკეტი წიფლის I ხარისხი
ზომები 500 x 70 x 20 მმ.
ფასი 1 კვადრატულ მეტრზე
45,00 GEL *

parketi-genini
წიფლის პარკეტი

მოგესალმები, მიხარია აქაც რომ გხედავ. დღეს სხვადასხვა ჯიშის პარკეტზე და მათ სორტირებაზე ვისაუბროთ.

დავიწყოთ საქართველოში ყველაზე გავრცელებული პარკეტით. ეს არის წიფლის პარკეტი.

ზოგადი დახასიათება

ნათელი, მეგობრული და თბილი, ასე შეიძლება მოკლედ დავახასიათოთ წიფლის პარკეტი.
სორტირების მიხედვით არსებობს განსხვავებები ხაზოვანებასა და ტონალობაში, თუმცა საერთო ჯამში წიფლის იატაკის ვიზუალი მშვიდია და ჰომოგენური. ის კარგად ეხამება სხვადასხვა სტილის ინტერიერს.
სიმაგრით და სიმკვრივით წიფლის პარკეტი კარგი მაჩვენებლებით გამოირჩევა, საერთო ჯამში კარგად უძლებს წერტილოვან სიმძიმეებს და არ იტოვებს ჩაღრმავებებს.
გამძლეობით ოდნავ მოიკოჭლებს, რადგან სოკოების და ტერმიტების მიმართ სრულად გულგრილი არ არის, თუმცა თუ მისი დამუშავება ყველა წესის დაცვით მოხდება, ეს პრობლემაც მოგვარებულია.


წიფლის პარკეტი პრაქტიკაში


წიფლის პარკეტი საკმაოდ უპრეტენზიო პარკეტია, მაგრამ არა უნივერსალური. მისი ძლიერი მხარეა დატვირთვადობა და სიმკვრივე. მძიმე ავეჯი და მაღალ ქუსლებზე სიარული როგორც წესი ღრმულებს არ იტოვებს.


წიფლის პარკეტი პოზიტიურად მოქმედებს ოთახის კლიმატზე. ის შთანთქავს ჭარბ ტენიანობას და საჭირობისას უკან გამოსცემს. თუ ტენიანობა განსაკუთრებით მაღალია, პარკეტი შორიშორდება, ღარებს იკეთებს და ლამაზი სანახავი არ არის.

წიფელს ახასიათებს ტემპერატურულ ცვლილებებზე სწრაფი მექანიკური რეაგირება, რის გამოც იატაკის გათბობისთვის შეუფერებელია. ქვემოდან მომართული სითბო მას მალე ბზარებს გაუჩენს და დახეთქავს.


წიფლის პარკეტის დაფერვა


წიფლის პარკეტი ფერის შეცვლას ექვემდებარება. ის შეიძლება გაილაქოს, უფეროდ დაიზეთოს ან დაიზეთოს ფერით. ფერით დამუშავება მაღალი ხარისხის ზეთებით უნდა მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანია ხელოსანს ჰქონდეს დაფერვის გამოცდილება.

დაფერვის შემდეგ იატაკი საშუალო სტატისტიკურ ქართულ იატაკს აღარ გავს

ფოტოზე წიფლის პარკეტზე დატანილია გლიმტრექსის ფერადი ზეთი

წიფლის პარკეტი ფერადი

ამ ფოტოზე უფერული ზეთი მყარი ცვილით იწონებს თავს წიფელზე.

cifeli-glimtrex

ცხრილის სახით თავი მოვიყაროთ პლიუსებს და მინუსებს

+ -

ადგილობრივი ჯიში

ვერ დააგებ გათბობაზე, დაიბზარება

მყარი და მკვრივი

მაღალი ტენიანობის პირობებში იკეთებს ღარებს

შესაძლებელია დაფერვა

 მგრძნობიარეა ტერმიტების მიმართ

ხელმისაწვდომობა ბაზარზე. 

სხვადასხვა ფორმატები

გვხვდება ბევრგან 

შედარებით დაბალი ფასი

 


 
წიფლის პარკეტი კარგი არჩევანია, როცა ფინანსურად სხვა პარკეტზე არ მიგვიწვდება ხელი. მინუსების განეიტრალება შესაძლებელია სწორი მიდგომებით. მაგალითისთვის თუ არ გვსურს ჩვენი იატაკი მეზობლის იატაკს ჰგავდეს, შესაძლებელია პარკეტისთვის ფერის შეცვლა.

სწორი მოვლის პირობებში წიფლის პარკეტი დიდხანს შეინარჩუნებს ფორმას, მიიზიდავს მზერას და ერთგულად გვემსახურება.

ბოლოს ნანახი