მითხარი როგორი იატაკი გსურს

  და გეტყვი ვინა ხარ შენ

  პარკეტი.გე

  გამარჯობა

ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა
ციკლოვკის აპარატი ტრიო
ციკლოვკის აპარატი ტრიო
ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება გერმანული მოსახვეწ დანადგარზე ტრიო. ახლა კარგი დროა ინვესტიციისთვის.
24.500,00 GEL * 31.731,09 GEL *
ციკლოვკის აპარატი ჰუმელი
ციკლოვკის აპარატი ჰუმელი
დიდი ფასდაკლება ახალ ჰუმელზე
24.500,00 GEL * 31.731,09 GEL *
ციკლოვკის აპარატი Roll Woody Junior
ციკლოვკის აპარატი Roll Woody Junior
ფასდაკლება ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით
24.000,00 GEL * 30.739,50 GEL *
მეორადი ტრიო
მეორადი ტრიო
იყიდება ციკლოვკის აპარატი ტრიო მეორადი. ტექნიკურად გამართულია.
14.000,00 GEL *

ციკლოვკა 

 

მთავარს სათქმელს წინასწარ გეტყვი. ციკლოვკაზე ასეთი ფასებია: 

რუსული ციკლოვკა რუსული აპარატით ან ჰუმელით - 15 ლარი კვადრატზე ზუმფარების ჩათვლით

გერმანული ციკლოვკა, ფინიში ტრიოთი22 ლარი კვადრატზე ზუმფარების ჩათვლით

ლაქის წასმის ხელობის ფასი შედის ციკლოვკის ღირებულებაში.

რჩება ლაქი, რომელიც  ცალკე გექნებათ საყიდი და შესაძლოა შპაკლიც დაგჭირდეთ. ხარისხიან გერმანულ ლაქზე საშუალოდ 12 დან 16 ლარამდე უნდა იანგარიშოთ კვადრატულზე

ციკლოვკაზე და ლაქზე დაგვირეკე ნომერზე 

599 695964 

 

 

თუ ამბავი გაინტერესებს წაიკითხე ტექსტი. 

 

შესავალი

ციკლოვკის თეორია

ციკლოვკა საკუთარი ხელით?

სახეობები

ციკლოვკის ფასი

ციკლოვკის ხელოსანი

 

ფროილაინ ელენე - შესავალი ციკლოვკოლოგიაში

გამარჯობა, შემარყია ამ გოგომ. ელენემ... წუხელ დამირეკა. ჩემი სტუდენტობის მეგობარია, ციკლოვკის გაკეთებას აპირებს საკუთარი ხელით 150 კვადრატზე. წარმოგიდგენია?  ქმარს დასცილდა და მგონი აღარ იცის საით მიმართოს მოზღვავებული ენერგია.

ბაბუამისის დაგებული პარკეტი აქვს სახლში. მიცეკვია ამ პარკეტზე სტუდენტობისას და მიწმენდია მეორე დღეს. გოგოები ვიკრიბებოდით ხოლმე, უშუქობა რომ იყო და ქვეყანა იქცეოდა. რადიო გვქონდა ელემენტებზე. თეთრად ვათენებდით. გვიხაროდა ახალგაზრდობა და ცხოვრება.

ახლა ჩემი ძვირფასი ფროილაინ ელენე მოწადინებულია ხელოსნის გარეშე გააკეთოს 150 კვადრატზე ციკლოვკა. (ციკლოვკა ვამბობ, მოხვეწა არის მგონი ქართული სიტყვა. ხან ერთს გამოვიყენებ, ხან მეორეს)

ჰოდა სხვას ვის, თუ არა მე მომადგა. იცის, რომ  მთელი ცხოვრება რემონტებში ვარ. შეკეთება, გადაკეთება, ავეჯისთვის ადგილის და ფუნქციის შეცვლა ჩემი სისუსტეა.

აქ კი უნდა გამოგიტყდე: nini-parketi-geDu0HOvjiW5W3I

იატაკის მოხვეწა ჩემთვისაც ახალი ხილია, თუმცა უარს ვერ ვეტყვი ელენეს. უნდა დავეხმარო. ჩაერთვები შენც? ნელ ნელა დეტალებში გავერკვიოთ და შემდეგ ციკლოვკოლოგიაში დისერტციაზეც ვიფიქროთ.

ციკლოვკის თეორია

სამეცნიერო ხარისხისთვის თეორია გვჭირდება. მცირედი მაინც. ინფორმაციის მოძიების პირველი წყარო - თანამედროვე სამყაროში ინტერნეტია. საინტერესოა რას ამბობს ქართული ვიკიპედია ტერმინზე მოხვეწა. https://ka.wikipedia.org/wiki თურმე არც არაფერს. ვეძებთ და ჩამიჩუმი არ ისმის. არსაიდან ხმა არსით ძახილი. როგორც ჩანს ციკლოვკამდე არ არიან ჯერ მისული ქართველი ვიკიავტორები.

არა უშავს, თავად განვმარტოთ, მაგალითად ასე: ციკლოვკა არის ხის ზედაპირის დამუშავების პროცესი. რომლის დროსაც ხდება ხის თხელი ფენის აფხეკა, ხის ზედაპირის შემდგომი გალაქვის ან დაზეთვის მიზნით.

ჩაი მიირთვი, გაგიცივდება. დღეს ჩაი ფართი მოვიწყოთ. 

ciklovka-chaididi

ხომ გემრიელია? ახლა, მივყვეთ თანამიმდევრობით ციკლოვკის ამბავს.

შეკითხვა, რომელიც ლოგიკურად გვიჩნდება არის: 

შეიძლება თუ არა ყველა პარკეტს გაუკეთდეს ციკლოვკა?

არა. ციკლოვკის დროს პარკეტი თხელდება, ამიტომ მოხვეწა უსასრულოდ არ შეიძლება. პარკეტი რომ მოვხვეწოთ მას უნდა ქონდეს ამის რესურსი. ანუ საკმარისი მოხვეწადი სისქე. ამ სისქეს სხვანაირად მუშა სისქეს ეძახიან პარკეტის ღარიდან მის ზედაპირამდე.

ციკლოვკის შედეგად პარკეტი 0,5 მმ დან 1 მმ -მდე თხელდება. ამიტომ თუ გვსურს პარკეტი დიდხანს გვემსახუროს წამდაუწუმ არ უნდა ვაციკლოვკოთ.

მეორე მიზეზი, რის გამოც პარკეტს ციკლოვკა ვერ გაუკეთდება ის შემთხვევაა, როცა პარკეტი ამოვარდნილია და ყანყალებს. ამ შემთხვევაში პარკეტი ჯერ უნდა გამაგრდეს.

ფროილაინ ელენეს პარკეტი ამ კუთხით ჯერ კიდევ ფორმაშია, ციკლოვკის გაკეთება შესაძლებელია

.ციკლოვკა საკუთარი ხელით?

შეუძლებელი არაფერია, თუმცა გამოგიტყდები არ მესმის, რატომ უნდა გინდოდეს თავად აკეთო სახლში ციკლოვკა, მით უმეტეს ქალმა. ერთადერთი გამართლება ალბათ ის არის, რომ არ გაქვს საკმარისი თანახა გადაუხადო ხელოსანს და ამის პარალელურად იატაკი უკვე ძალიან გიწეწავს ნერვებს. ფროილაინს ფული ნამდვილად აქვს, მაგრამ რომ აიჩემებს რამეს, ვერ გადაათქმევინებ.

შენც ასეთი ხარ?

ანუ უნდა მოვიფიქროთ როგორ გავაკეთოთ ციკლოვკა. ძალიან ძნელიც არ უნდა იყოს.

მთავარი პრინციპია: იატაკი კარგად მოიშქურკოს - მოზუმფარდეს. შქურკას ქართულად ზუმფარა ქვია თურმე, ანუ მოშქურკვა მოზუმფარება უნდა იყოს.

გასათვალისწინებელია, რომ იატაკი თანაბრად კარგად უნდა მოზუმფარდეს. ასე ლაქის ან ზეთის წასმის შემდებ იატაკს ერთგვაროვანი ვიზუალი ექნება.

რა ხელსაწყოები გამოვიყენოთ?

მოციკლოვკება ხდება როგორც წესი სპეციალური ციკლოვკის დანადგარებით. საქართველოში აქტიურ მოხმარებაშია რუსული და გერმანული დანადგარები. გავერკვიოთ რა შემთხვევაში გამოიყენება ისინი და 

რამდენი სახეობის ციკლოვკა არსებობს?

რუსულ ციკლოვკას საქართველოში ეძახიან 1 დანადგარით იატაკის დამუშავებას, ან რუსულით, ან გერმანული ჰუმელით

გერმანულს ეძახიან ციკლოვკას, რომელიც გერმანული დანადგარით - ტრიო ბოლოვდება

რუსული ციკლოვკა რუსული დანადგარით

ციკლოვკა რუსული

რუსული დანადგარი ლენტური სისტემით მუშაობს და განკუთვლნილია შავი სამუშაოს შესასრულებლად. მასში ერთიანი ლენტი არ მონტაჟდება და ამიტომ გადაბმის ადგილები კვალს იტოვებს. თუ ციკლოვკის ხელოსანი გამოცდილი არ არის რუსული აპარატი პარკეტზე ღრმულებს დატოვებს. ამ აპარატით დამუშავებული პარკეტის ზედაპირი იდეალური არ არის.

რუსული ციკლოვკა გერმანული დანადგარით

ციკლოვკა გერმანული ჰუმელი

რუსული აპარატის მსგავს ლენტურ პრინციპზე მუშაობს ასევე გერმანული ციკლოვკის დანადგარი ჰუმელი. რუსული აპარატისგან განსხვავებით მასში ერთიანი ლენტური ზუმფარა მონტაჟდება, ამიტომ გადაბმა არ აქვს.

თუ რუსულ ციკლოვკას ვაკეთებთ, რაც მნიშვნელოვნად იაფია ჯობია მოვიძიოთ ისეთი ხელოსანი, რომელიც რუსულ ციკლოვკას გერმანული ჰუმელით გააკეთებს.  ფასი შეიძლება 1 ან 2 ლარში განსხვავებული იყოს, რადგან ჰუმელის ზუმფარები უფრო მეტი ღირს ვიდრე რუსულის, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირს როგორც ამბობენ. შედეგად უკეთეს ზედაპირს ვიღებთ.

გვითხრეს,რომ ჰუმელის მართვასაც შესაბამისი უნარები სჭირდება. მაგალითად თუ მომუშავე ჰუმელი კედელს დავაჯახეთ პარკეტზე კრატერს გავაჩენთ და შიგ ჩავვარდებით.

გერმანული ციკლოვკა

თუ გერმანულ ციკლოვკას ვაკეთებთ, მაშინ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს შავ სამუშაოს რუსული დანადგარი გააკეთებს, თუ გერმანული ჰუმელი. მთავარია ფინიშზე ტრიომ იმუშავოს და კარგად მოაპრიალოს იატაკი.

trio_600x600_800x800-2x

ასევე ხელოსანმა იატაკის მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ ტრიო.

იმტვერება თუ არა ოთახი?

თუ ციკლოვკის დანადგარები გამართულია, მტვერი სპეციალურ ტომარაში გროვდება და პროცესი მტვრის გარეშე მიმდინარეობს.

როგორ კეთდება კუთხეები?

პრობლემურია მოხვეწა რთულად მისადგომ ადგილებში, მაგალითად ბატარეის ქვეშ, კუთხეებში და ოთახის კიდეებში. ამ ადგილებს ზოგიერთი ხელოსანი ე.წ. ბალგარკით ამუშავებს. ბალგარკა მტვრიანია და ხარისხი რბილად რომ ვთქვათ „იდეალური„ არ არის. ასეთი ადგილებისთვის არსებობს მცირე ზომის გერმანული დანადგარი ფლიპი.

flip

 ციკლოვკის ფასი - რა ღირს იატაკის მოხვეწა?

ქართულ ბაზარზე ჩამოყალიბებულია რეგიონის მიხედვით განსხავებული ფასები. თბილისში ძირითადად შემდეგი ფასებია:

 

რუსული ციკლოვკა რუსული დანადგარით ან ჰუმელით - 15 ლარი კვადრატზე ზუმფარების ჩათვლით

გერმანული ციკლოვკა, ფინიში ტრიოთი - 22 ლარი ვადრატზე ზუმფარების ჩათვლით

ლაქის წასმა როფორც წესი ფასში შედის. დაშპაკვლაში ზოგიერთი ხელოსანი ცალკე იღებს გასამრჯელოს. ამიტომ წინასწარ უნდა შევათანხმოთ.

გაირკვა ისიც, რომ თურმე მცირე ფართებზე მოუცლელი ხელოსნები არ დადიან. თუ მოვლენ სტანდარტული ტარიფებით ვერ მუშაობენ. ეს ალბათ ლოგიკურიც არის. მათაც თავისი ხარჯები აქვთ.

შეღებილი იატაკის მოხვეწა

შეღებილი იატაკის, სახალხო ენაზე კრასკიანი პოლის ციკლოვკა უფრო შრომატევადი პროცესია და ზუმფარებიც მეტი იხარჯება. ხელოსნების ნაწილი უარს ამბობს ასეთი იატაკის ციკლოვკაზე, ხოლო ვინც თანხმდება სხვა ტარიფებით მუშაობს. ასეთ შემთხვევაში იდეალურია ჰუმელის 12 იანი ზუმფარის გამოყენება.

kraskiani iataki

 

რა ღირს ზუმფარები?

რუსული ციკლოვკისთვის 2 ლარის ზუმფარები იხარჯება.გერმანული დანადგარით მოხვეწაზე დაახლოებით 4 ლარის.

ზუმფარები შეგიძლია დაათვალიერო აქ ზუმფარა

იატაკს გაუჩნდა ღარები. რა გავაკეთოთ?

parketi-sarestavracio

ციკლოვკის დროს პარკეტებს შორის მოქცეული ჭუჭყი მაღლა ამოდის და ღარები უფრო შესამჩნევი ხდება. ეს ღარები უნდა შეივსოს ხის შპაკლებით.

ხის შპაკლი მზადდება სპეციალური სითხის შერევით ციკლოვკის დროს ხისგან აღებული სუფთა მტვრიდან. მზადდება ფაფისებური მასა, რომელიც მთელ იატაკზე უნდა განაწილდეს. თუ მხოლოდ წერტილოვნად მოხდა დაშპაკვლა და არა სრულად, შესაძლებელია ამოშპაკლული ადგილები ლაქებად დაეტყოს იატაკს.

არის მეორე ვარიანტიც: იყიდება პასტისებური გამზადებული შპაკლები, რომლებიც პარკეტის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.

ჩვენს ამბავს რომ დავუბრუნდეთ:

ელენე ამბობს ვიქირავოთ ციკლოვკის აპარატიო.  ვიდეოები დაუძებნია ინტერნეტში როგორ გამოიყენოს და თავი უკვე ციკლოვკის დედოფალი გონია.  

სხვა რა გზაა, უნდა გადავრეკოთ.

ვრეკავთ და გვეუბნებიან რომ აპარატები აქვთ, მაგრამ აქირავებენ მხოლოდ ხელოსნებზე და ისიც არა უცხოებზე. ცოტათი მიხარია. იმედია გადაიფიქრებს ქალბატონი.

სხვა ვარიანტია მცირე ზომის ხელის მანქანებით მოიხვეწოს იატაკი. თეორიულად ესეც შესაძლებელია, მაგრამ 150 კვადრატზე ამის გაკეთება ელენესთვისაც ზედმეტია. 

ციკლოვკის ხელოსანი

მიხარია. მგონი გადავრჩით და ვურეკავთ ციკლოვკის ხელოსანს. თავაზიანი შეგვხვდა. მოდის გერმანული აპარატებით. იმედია მისგანაც რაღაცას ვისწავლით.

ჩვენი ამბავი მოვუყევი. ციკლოვკას მე გაგიკეთებთ, თან მიყურეთ და ისწავლეთო. ფანტასტიურია... თქვენ შეიარჩიეთ ლაქი გინდათ თუ ზეთიო. ეს თემა ცალკე უნდა განვიხილოთ. მზად რომ გვექნება აქ გადავლინკოთ თემა: ლაქი და ზეთი.

 

ციკლოვკა გველოდება. ძალიან მაინტერესებს რა გამოვა. ციკლოვკის ხელოსანიც მაინტერესებს. ამ ამბავს ცალკე მოგიყვები. სხვა გვერდებზეც შემოიხედე. ყველგან მინდა შევხვდეთ და ვისაუბროთ.

მადლობა რომ ჩემთან იყავი. დროებით..

შენი ნინი

 

 

ბოლოს ნანახი