მითხარი როგორი იატაკი გსურს

  და გეტყვი ვინა ხარ შენ

  პარკეტი.გე

  გამარჯობა

პარკეტის ლაქი

ხის იატაკის დასამუშავებლად გამოყენებადი ყველაზე გავრცელებული პროდუქტია. მისი დატანის შემდეგ იატაკი მყარი და მარტივად მოვლადი ხდება.

გარდა ამისა, ხე დაცულია ჭუჭყისაგან, ლაქებისგან, წყლის შეღწევისა და ნაკაწრებისგან.

ხის იატაკის დასამუშავებლად გამოყენებადი ყველაზე გავრცელებული პროდუქტია. მისი დატანის შემდეგ იატაკი მყარი და მარტივად მოვლადი ხდება. გარდა ამისა,  ხე დაცულია ჭუჭყისაგან, ლაქებისგან, წყლის... სრულად »
დახურვა
პარკეტის ლაქი

ხის იატაკის დასამუშავებლად გამოყენებადი ყველაზე გავრცელებული პროდუქტია. მისი დატანის შემდეგ იატაკი მყარი და მარტივად მოვლადი ხდება.

გარდა ამისა, ხე დაცულია ჭუჭყისაგან, ლაქებისგან, წყლის შეღწევისა და ნაკაწრებისგან.

ამ ფილტრით არაფერი მოიძებნა
პარკეტის ლაქი Glimtrex Signum 1K
პარკეტის ლაქი Glimtrex Signum 1K
5 ლ 25 კვადრატამდე 3 ფენად
290,00 GEL *
პარკეტის ლაქი Glimtrex Signum 2K
პარკეტის ლაქი Glimtrex Signum 2K
5 ლ 25 კვადრატამდე 3 ფენად
390,00 GEL *

განასხვავებენ ლაქის სხვადასხვა სახეობებს:

 

სიპრიალის ხარისხის მიხედვით

არსებობს - მქრქალი, (მატი), აბრეშუმოვანი (პოლუმატი) და პრიალა ლაქები. ისინი განსხვავებულად ირეკლავენ მზის სინათლეს, ამიტომ განსხვავებულად ბზინავენ.

გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს პრიალა ლაქი უფრო მეტად იკაწრება. სინამდვილეში მექანიკური თვისებები პრიალა ლაქს იგივე აქვს, მაგრამ ნაკაწრები პრიალა ზედაპირს მეტად ეტყობა ვიდრე მქრქალ ზედაპირს.

 2k-lack

შემადგენლობის მიხედვით

არსებობს ქიმიური ლაქები - გამხსნელის (ე.წ. რასტვარიტელის) შემცველობით და წყლის ბაზაზე დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა ლაქები.

ქიმიური ლაქების გაყიდვა ევროკავშირის დებულებებით აიკრძალა, რადგან ლაქის შრობის დროს ჰაერში აორთქლილი ნივთიერებები აბინძურებენ ატმოსფეროს და საფრთხეს უქმნიან პირველ რიგში ხელოსნის ჯანმრთელობას, რომელიც ლაქის დატანის დროს ამ ნივთიერებებს აქტიურად შეისუნთქავს.

harmoniashi-bunebastan-mobiluri5c684c5b89032_1280x1280

წყლის ბაზაზე დამზადებულ ლაქები უსუნოა და ეკოლოგიურად სუფთა. ყველაზე ხარისხიანად ითვლება ჰიდროაკრილატის და პოლიურეთანის ბაზაზე დამზადებული ლაქები.

  

რა ხარისხის ლაქებია ხელმისაწვდომი parketi.ge -ზე?

ჩვენ ვყიდით მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ლაქებს  წყლის ბაზაზე.

პარკეტის ერთკომპონენტიანი ლაქი (1K)

1K წყლის, აკრილატის და პოლიურეთანის ლაქი წყლის ბაზაზე დამზადებული უსუნო ლაქია. გააჩნია კარგი მდგრადობა ცვეთის მიმართ და მისი გამოყენება რეკომენდირებულია საყოფაცხოვრებო დატვირთვებისთვის. პარკეტის ლაქი უძლებს როგორც საშუალო ინტენსივობის მექანიკურ, ასევე არააგრესიულ ქიმიურ ზემოქმედებას.

Signum_1K-Lack_ml
პარკეტის გერმანული 1K ლაქი გლიმტრექსი 

პარკეტის ორკომპონენტიანი ლაქი (2K)

2K - წყლის, აკრილატის და პოლიურეთანის ლაქით დაფარული ზედაპირი უფრო მდგრადია ხახუნის მიმართ, ვიდრე 1K ლაქით დაფარვის შემთხვევაში. ამიტომ იდეალურია პარკეტისთვის მაღალი დატვირთვებით.

დამატებითი კომპონენტი უზრუნველყოფს 2K პარკეტის ლაქის უფრო სწრაფ შრობას, მეტად გამკვრივებას, ამის გამო მნიშვნელოვნად მაღალ ამტანობას ფიზიკური ზემოქმედების მიმართ, ასევე ელასტიურობას.

SIGNUM_2K-LackHaerter
 პარკეტის გერმანული 2K ლაქი გლიმტრექსი 

 

ამ ლაქის გამოყენება რეკომენდირებულია კომერციული და საჯარო დატვირთვებისთვის მაღაზიებსა და საჯარო დაწესებულებებში, ასევე პატარა ბინებში სადაც ბევრ ადამიანს უწევს ცხოვრება, და შესაბამისად დატვირთვა იატაკზე მაღალია.

 

რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს პარკეტის ლაქს?

ხარისხიანი პარკეტის ლაქის უპირატესობებია:

1. მოვლის სიმარტივე

ლაქით დალუქული ხის იატაკის მოვლა ძალიან მარტივია. ლაქის ზედაპირი ადვილად იწმინდება როგორც მშრალი წესით მტვერსასრუტით, ასევე კარგად გაწურული ტილოთი.

3. მდგრადობა ნაკაწრების მიმართ:

ხარისხიანი ლაქი მდგრადია ხახუნის მიმართ, ასავე არააგრესიული ქიმიური ნივთიერებების მიმართ

4. ლაქის ფენა ელასტიურია

კარგი პარკეტის ლაქები ხასიათდება გარკვეული ელასტიურობით. ტემპერატურული და ტენიანიბის ცვლილებებით ხე დეფორმაციას განიცდის. კარგი ლაქი ამ დეფორმაციას დაყვება და არ ტყდება.

არის პროდუქტებიც, რომლებიც განკუთვნილია სპორტულ დარბაზებში გამოსაყენებლად

5. სწრაფი შრობა

ხარისხიანი პარკეტის ლაქების უმეტესობის პირველი ფენა მშრალია დაახლოებით 3-4 საათის შემდეგ.

6. ფერის შენარჩუნება ან შეცვლა

ლაქი არ აღწევს ხის შიდა სტრუქტურაში. ის ფენა-ფენად ედება პარკეტს და ახდენს მის სრულ იზოლირებას გარემოდან. წყლის ლაქები ხეს ფერს მცირე დოზით უცვლიან. არსებობს სპეციალური ლაქები, რომლებიც ხის ფერს მაქსიმალურად ინარჩუნებენ. ასეთია მაგალითად ლაქი ნატივუსი.

 

პარკეტის ლაქის ნაკლოვანებები:

1. რთულად განახლებადი

ლაქიანი იატაკის განახლება მარტივი არ არის. თუ ლაქის ფენას ბზარები გაუჩნდა მასში აღწევს წყალი და პარკეტი შავდება. ლაქის დაზიანებული ადგილების განახლება ადგილობრივად არ შეიძლება. ფორმის დასაბრუნებლად მთლიანი იატაკის ციკლოვკა და განახლება უნდა მოხდეს, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია. თუ მხოლოდ დაზიანებულ ადგილებს განვაახლებთ, ძველსა და ახალს შორის კონტრასტი აშკარად თვალში საცემი იქნება.

2. არაბუნებრივი ოპტიკა და ჰაპტიკა

შესახადავად დალაქული იატაკი მგრძნობიარე აღქმისთვის არაბუნებრივ, ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ლაქიანი იატაკი შიშველი ფეხების ქვეშ განსხვავებულად შეიგრძნობა. ფეხისგულებით ვგრძნობთ სარკისებურ გრილ ფენას და არა თბილ ნატურალურ პროდუქტს.

3. არახელსაყრელი შიდა კლიმატისთვის

ლაქით დაფარვისას ხე სრულად ილუქება და ვერ სუნთქავს, ანუ ხის ბუნებრივი თვისება მიიღოს ზედმეტი ტენიანობა და საჭიროების შემთხვევაში უკან გამოყოფოთ დაასტაბილუროს ოთახში კლიმატი, დათრგუნულია.  ოთახის ჰაერთან ურთიერთგაცვლა აღარ ხდება, რაც არახელსაყრელია საცხოვრებელი კლიმატისთვის.

4. ორკომპონეტიანი ლაქის გამოყენებისას მნიშვნელოვანია სისწრაფე

თუ 2 კომპონენტიან ლაქს გავაზავებთ, მისი დატანა მალევე უნდა მოხდეს. ნაზავის დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. ის სწრაფად მაგრდება და უვარგისი ხდება. ეს კი იმის გათვალისწინებით რომ პროდუქტი საკმაოდ ძვირი ღირს მტკივნეული ფინანსური ზარალია. ამიტომ რეკომენდირებულია იმდენის გაზავება, რამდენსაც მოვიხმართ.

იგივე არ ეხება 1 კომპონენტიან ლაქს.

 

დასკვნა: პარკეტის ლაქს გააჩნია როგორც დადებითი ასევე უარყოფითი თვისებები. ლაქზე გააკეთებთ არჩევანს თუ ზეთზე მყარი ცვილით თქვენთვის მოგვინდია.

ლაქის არჩევის შემთხვევაში აუცილებლად რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ლაქი ხარსხიანი უნდა შეიძინოთ. ლაქზე დაზოგვა საბოლოო ჯამში წამგებიანია რადგან უხარისხო ლაქის დატანის შემთხვევაში მალე მოგიწევთ მეორედ ციკლოვკის გაკეთება.

 

ლაქის ალტერნატივა არის ზეთი მყარი ცვილით

 

ბოლოს ნანახი