Collection: პარკეტი

parketi.ge-ზე პარკეტის ყველა სახეობა ერთ გვერდზეა თავმოყრილი, რომ ერთმანეთს მარტივად შეადაროთ. ფასი თითოეულ პროდუქტზე კვადრატულ მეტრზეა მითითებული, დღგ-ს ჩათვლით.

სამშრიანი (ინჟინერული) პარკეტი

სამშრიანი პარკეტი ნატურალური ხის იატაკია, რომელიც ფენებად არის აწყობილი. ზედა ფენა 3–4 მმ სისქის მუხაა, ქვედა ფენები კი ერთმანეთის მიმართ ჯვარედინად არის დაწებებული. ამის გამო მასიურზე ნაკლებად იკუმშება და იბერება. ჩვენთან არის ლიტვური ბრენდის F4E კლასიკური ფიცარი 1900×190×14 მმ (ზულცი, ლიმა, ჩაპლინი, იანკი, ფაბია, უნიფორმი, მოზელი) და დიდი ფორმატი 2200×240 მმ (ლორენცი, ვადუზი, გობი). ასევე იოლკა (Herringbone), ფრანგული წყობა (Chevron) და გემბანური სამშრიანი პარკეტი.

დიზაინერული და სამეფო პარკეტი

ავსტრიული Austriawood-ის დიზაინერული მოდულები (Axe, Boomerang, Star, Leaves) იატაკზე გეომეტრიულ ნახატს ქმნის. სამეფო მოდულები ბადენი, ვერსალი და ვიტტელსბახი 15/4 × 980 × 980 მმ ზომისაა. იატაკქვეშა გათბობასთან კონკრეტული მოდელის თავსებადობა ჩვენთან დააზუსტეთ.

მასიური პარკეტი

მასიური ხის პარკეტი მუხის, წიფლის და აკაციისაა, ქართული და გერმანული წარმოების.

მოზაიკური პარკეტი

მოზაიკური პარკეტი გერმანიაში ფართოდ გავრცელებული სახეობაა. ერთი და იგივე ლამელისგან შეიძლება სხვადასხვა წყობის აწყობა: ჭადრაკული, პარალელური, იოლკა. გვაქვს მუხის (ექსკლუზივი, რუსტიკი, შებოლილი) და ამერიკული კაკლის მოზაიკური პარკეტი. მუხის მოზაიკური ექსკლუზივი თბილი წყლის იატაკქვეშა გათბობისთვისაც შესაფერისია.

რომელი აირჩიოთ?

თუ ჯერ არ იცით, რომელი სახეობა გჭირდებათ, წაიკითხეთ ჩვენი გზამკვლევი „როგორ შევარჩიოთ პარკეტი“ ან გვესტუმრეთ საწყობ-მაღაზიაში, სპირიდონ კედიას ქუჩა 15-ზე (წერეთლის მეტროს მიმდებარედ). სანამ მობრძანდებით, დაგვირეკეთ: ☎ 599 69 59 64. გთავაზობთ ასევე დაგებას და ციკლოვკას.