მითხარი როგორი იატაკი გსურს

  და გეტყვი ვინა ხარ შენ

  პარკეტი.გე

  გამარჯობა

პარკეტი Parketi parketi-genini

გამარჯობა, მე ვარ ნინი. რამდენი წლის ვარ? რაღაც წილი ცხოვრების უკვე გამივლია, რაღაც მინახავს, მიამაყია ჩემი საქციელით და შეცდომებიც დამიშვია, ახლაც ვუშვებ ხანდახან, თუმცა თავს შემდგარ ადამიანად ვთვლი. მაქვს ოჯახი, რომელიც ძალიან მიყვარს და მეამაყება.

რა გქვია?


ახლა პარკეტის ძიებაში ვარ. ახალ ბინაში გვინდა გადასვლა და თავში ერთი აზრი მიტრიალებს: როგორ მოვაწყო იატაკი. ჩემი მეუღლე მეუბნება ლამინატი დავაგოთო, მაგრამ არ მოდის ლამინატი ჩემთან ახლოს. ბუნების ნაწილად მინდა ვიგრძნო თავი. ამიტომ პარკეტი მინდა ან ხის იატაკი. ვფიქრობ, ამ მცირე ფუფუნებას ვიმსახურებ.


გაჭირვებაში არ ვცხოვრობთ ოჯახი მაგრამ ზედმეტი ფულის ხარჯვა არ მიყვარს, ამიტომ ვცდილობ გავერკვიო პარკეტის სახეობებში, განსხვავებებში და ფასებში. ვრეკავ, ინტერნეტში ვიქექები და საკმაო ინფორმაცია უკვე დავაგროვე.

ვხედავ პარკეტის თემა შენც გაინტერესებს. გემრიელად მოკალათდი და ერთად ავუშვათ აფრები !!!

parketi-afrebi3Bo6E7T0QcH9x


მოკლედ, პირველი რაც გავარკვიე:

 პარკეტის ფასს განსაზღვრავს ხის ჯიში, სორტირება და ზომა. ეს ლოგიკურიც არის. რაც უფრო დიდია პარკეტი ან ფიცარი, მით მაღალია ფასი. სორტირებაში იგულისხმება კორძები თუ აქვს ბევრი და ფერი თუ ერთგვაროვანია.

პარკეტი - ხის ჯიშები

კონსტრუქციის მიხედვით განასხვავებენ პარკეტის რამდენიმე სახეობას, თუმცა სანამ მათი პლიუს-მინუსების გარჩევას შევუდგებით, წინასწარ უნდა გავცეთ კითხვას პასუხი:

რომელ ხეს გვსურს დავუკავშიროთ ჩვენი ცხოვრება?


ეს მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რადგან იატაკთან ყოვედღიური შეხება გვაქვს. სხვა თუ არაფერი, მასთან გვძინავს ერთ ოთახში მთელი ცხოვრება. დაოჯახებასაც გავს ამ გაგებით პარკეტის შერჩევა:)) ხის ჯიში განსაზღვრავს იატაკის ხასიათს და კავშირი აქვს ჩვენს განწყობასთან


იატაკად გამოყენებადი ხის ჯიშებიდან ჩვენში ყველაზე გავრცელებულია წიფელი, მუხა, კაკალი, აკაცია და კოპიტი. თითოეული ჯიშზე და მათ ავკარგზე ცალკე ვისაუბროთ, ახლა პარკეტის სახეობები განვიხილოთ.

ყავას მიირთმევ? დავლიოთ ყავა, თუ ჩაი გირჩევნია? მე ორივე მიყვარს, მხოლოდ ხარისხიანი უნდა იყოს და უშაქრო. 

ესპრესო მოგიმზადე. აი ინებე... შაქარიც დაგიდევი თუ ტკბილი გიყვარს. თან ვისაუბროთ. ..

espresso

იატაკის ფიცარი


 ინტერნეტით პარკეტის ძიებაში, ბევრ საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი. განსხვავებული გემოვნება ჩამომიყალიბდა. დღეს ჩემი ნება რომ იყოს და ფული არ მეფიქრებოდეს ფოთლოვანი ჯიშის XL ზომის მასიურ ფიცრებს დავაგებდი, თანაც არა სწორხაზოვანს, (ბუნება ხომ სწორი ხაზები არ არის) ქვემოთ ფოტო რომ არის, აი ისეთს. ასეთი იატაკი მომწონს ძალიან. მოკლაკნილი, მდინარესავით. რაც მეტად ვუყურებ, ვხვდები, რომ ჩემი ოცნების იატაკია. ჩვენთან არ იყიდება. თუმცა, რომც იყოს, ალბათ ძალიან ძვირიც ეღირებოდა და თავს ამატკიებდა მასზე ფიქრი. მშვიდად ვარ რომ არ იყიდება.

პარკეტი ფიცრული

 ჩემი შემდეგი ფავორიტია სწორხაზოვანი ფიცარი. საუკეთესო ვარიანტში ერთიან სიგრძეზე, გადაბმების გარეშე - ერთი კედლიდან მეორემდე.

წიწვოვავი ჯიშები (ფიჭვი, ნაძვი, ლარიქსი) 6 მეტრამდე შოვნადია საქართველოში. რუსეთიდან შემოდის. ხარისხიც არის. ფასი სისქის მიხედვით მერყეობს. წიწვოვანი ჯიშები ლამაზია და სურნელიც სასიამოვნო აქვს, მაგრამ ერთი მინუსია: - წიწვოვან ჯიშებს შედრებით რბილი მერქანი აქვთ. ეს პრაქტიკაში იმას ნიშნავს, რომ მაღალქუსლიანებით თუ ვივლით, ან ვიცეკვებთ ქალები, ან რამე მძიმე დაგვივარდა, ფიცარი ჩაღრმავებებს იკეთებს. + თუკი მოვუფრთხილდებით ფიჭვის ფიცარი კარგი ვარიანტია, განსაკუთრებით საძინებელში. ჩათვალე სურამი გაქვს სახლში... ნათელი ფერი თუ არ მოგვწონს შესაძლებელია ფერი მიეცეს ზეთებით. კაკლად ვაქციოთ ფიჭვი, ან მუხად, ან რამე ეგზოტიკურ ჯიშად.წიწვოვანი ჯიშის იატაკის ხარისხიანი ფიცრების შეძენა შეგიძლიათ კომპანიაში ევროვაგონკა


აი ფოთლოვანი ძვირფასი ჯიშები დიდ ფორმატებში ნაკლებად არის საქართველოში. parketi.ge გვარწმუნებს, რომ პარტნიორი კომპანია - ავსტრიავუდი 15 მეტრამდე სიგრძის მუხის ფიცარსაც დაამზადებს და დაინტერესების შემთხვევაში თავად იზრუნებს დაგებაზე. ფოტოზე ერთ-ერთი მათი პროექტია.

parketi-ficari

სამშრიანი პარკეტი


 როცა მუხის ან კაკალის მასიური ფიცარი გვინდა იატაკად, მაგრამ ფინანსები შეზღუდულად გვაქვს, არსებობს ბიუჯეტური ალტერნატივა - ფიცრული დიზაინის სამშრიანი პარკეტი . დაგებულ მდგომარეობაში  გამოუცდელი თვალი ფიცრისგან ვერ გაარჩევს. 3 ფენისგან შედგება. ზედა ფენა არის ძვირფასი ხის ჯიში. სამშრიანი ფიცრული პარკეტის ➕  ის არის, რომ ოთახში ფიცრის ვიზუალს ვიღებთ და ხესთან ვიწყებთ თანაცხოვრებას. როგორც გავერკვიე შესაძლებელია ლამინატის მსგავსად დაეგოს. ანუ აგებ მშრალად და უკვე მზად არის საცხოვრებლად. ციკლოვკა არ სჭირდება, რადგან ქარხნულად არის უკვე დალაქული ან დაზეთილი. ძირითადად დაზეთილი.


რატომ დაზეთილი? სამშრიანი პარკეტის ზედა ძვირფასი ფენა თხელია (ძირითადად 3-4 მმ.), ხშირი ციკლოვკების კეთება არ არის რეკომენდირებული. ზეთს კი ციკლოვკა არ სჭირდება.


რა პლიუსები და მინუსები აქვს პარკეტის ლაქს და თუ ზეთს ეს ცალკე თემაა და ცალკე მოგიყვები თუ გაინტერესებს.


თუ ციკლოვკის გაკეთებას ფიქრობ სამშრიან პარკეტზე, ან გინდა ბევრად მეტ ხანს მოგემსახუროს, პარკეტი უნდა დააწებო. რატომ? ციკლოვკის აპარატს ვიბრაცია აქვს და იატაკი ამ დროს არ უნდა მოძრაობდეს. დაწებილ სამშრიან პარკეტს სიარულის დროს ხმის იზოლაციაც ბევრად უკეთესი აქვს, ფეხსაცმლის კაკუნი ნაკლებად ისმის. დაწებებას კიდევ ერთი პლიუსი ჰქონია: თუ იატაკის გათბობა გვაქვს, სითბოს წებოს გავლით პირდაპირი კავშირი აქვსო ფიცართან და არ იკარგებაო. გამოდის ენერგოეფექტურია დაწებებული სამშრიანი პარკეტი.

 სამშრიან პარკეტი 2️⃣ ტიპის არსებობს. უფრო მოთხოვნადი და ძვირფასია ფიცრული დიზაინის სამშრიანი პარკეტი. მიზეზი მარტივია. მის დასამზადებლად გრძელი ფიცრების დაჭრა ხდება.

1_1

 

მეორე ვარიანტია ზოლებიანი სამშრიანი პარკეტი. ეს სახეობა მცირე ზომის, ნარჩენი მასალებით მიიღება. ძირითადად გემბანურ წყობაზე არის შეწებებული. სამშრიანი პარკეტის მეორე გავრცელებული სახელია სამშრიანი ლამინატი. ეს სახელი არასწორია. პარკეტი ლამინატი არ არის.

samshriani-mravalyolianiwZ53eEohIwbwz

 

ორშრიანი პარკეტი


 საინჟინრო პარკეტის მეორე ვარიანტი არის ორშრიანი პარკეტი. განსხვავება ის არის, რომ ეს პარკეტი 2 შრისგან შედგება, ჩამკეტი სისტემა არ აქვს, როგორც სამშრიან პარკეტს და ამიტომ ლამინატის მსგავსად ვერ დავაგებთ. აუცილებლად უნდა დაეწებოს. სხვა განსხვავება არ არის.

კლასიკური პარკეტი

parketi-klasikuriU3XgBLMqFdHSM

 


 ამ პარკეტს ყველა კარგად იცნობს. ხის მომცრო ზომის მართკუთხა ნაჭრებია, რომლებსაც აქვთ ღარები და ქიმები. ქიმები ღარში ჯდება და პარკეტი ერთ დონეზე სწორდება. სისქეს ღარიდან ზედაპირამდე მუშა სისქეს ეძახიან. მუშა სისქის მოხვეწა არის შესაძლებელი.


ამ პარკეტის დიდი + ია ის, რომ სხვადასხვა წყობებით შეიძლება მისი დაგება. ჩვენი გემოვნებით დიზაინერული ვარიაციების საშუალებას იძლევა.

თურმე შერჩევაში ყურადღებაა საჭირო. უნდა ვიკითხოთ თუ არის პარკეტი თერმულად დამუშავებული. თუ თერმულად დამუშავებული არ არის, არის იმის საფრთხე, რომ პარკეტს ჭია გაუჩნდეს.


საქართველოში გაყიდვაშია რამოდენიმე სახეობის კლასიკური პარკეტი. ადგილობრივი წარმოების წიფელი, მუხა, კოპიტი და აკაცია.


განსხვავებებია დასავლეთის და აღმოსავლეთის პარკეტს შორის. აღმოსავლეთის პარკეტს უფრო მაღალი ტენიანობა აქვს კლიმატური პირობების გამო.


წიფლის პარკეტი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოიპოვება. იმპორტით არ შემოდის, ფასი დაბალია და არავის უღირს შემოტანა. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ წიფელს პარკეტად არც რუსეთში და არც ევროპაში სწყალობენ დიდად. წიფლის პარკეტს აქვს თავისი პლიუსები. მათ შესახებ ვსაუბრობთ აქ: წიფლის პარკეტი


მუხის პარკეტი

ქართულ ბაზარზე არის როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე რუსული და ევროპული. არსებული პარკეტის სისქე 15 ან 20 მმ, ევროპაში 22 მმ სისქის პარკეტია გავრცელებული. მუხის პარკეტზე ბევრია სასაუბრო და თუ გაინტერესებს აქ ვისაუბროთ: მუხის პარკეტი


აკაციის პარკეტი

ძალიან მყარ პარკეტად ითვლება, უფრო მყარიაო ვიდრე მუხა და ფასიც მუხაზე მაღალია. ლამაზი ვიზუალი აქვს და გამძლეობითაც აკაციის პარკეტი გამართლებული არჩევანია. ამ თემაზე სასაუბროდ გეპატიჟები აქ: აკაციის პარკეტი

 

მოზაიკური პარკეტი

  ამ სახელის მიღმა იმალება მცირე ზომის ჩხირებით დაფებად შეკრული პარკეტი. ეს პარკეტის სახეობა ძალიან გავრცელებულია გერმანიაში.  დაბალი ფასის გამო წარსულშიც ხშირად აგებდნენ და დღესაც პოპულარულია. განსაკუთრებით გასაქირავებელ ბინებში აგებენ, რომ გაზარდონ ბინის ღირებულება. პარკეტი დასავლეთ ევროპაში ფუფუნების საგანია. მეორე იმის გამო აგებენ ხშირად, რომ ამ პარკეტის ციკლოვკა მრავალჯერადად არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკურ პარკეტთან შედარებით მთლიანობაში ბევრად თხელია, მხოლოდ 8 მილიმეტრი, მაგრამ მას ღარები და ქიმები არ აქვს მთლიანად მუშა სისქეა.


ამ პარკეტით წყობებს თავად ვერ განვსაზღვრავთ. ქარხნულად არის წყობა განსაზღვრული. ვყიდულობთ წყობას, რომელიც გვინდა და ვაგებთ წებოზე.

mozaikuri-parketiKAm4EBGYCeire

მხატვრული პარკეტი

  იჭრება სხვადასხვა ფორმის და ზომის მცირე დეტალები და იწყობა მათი საშუალებით გეომეტრიული კომპოზიციები და ნახატები.

 

perketi-mxatvrulie9Ax17Ll6vIQV

არის სხვა სახეობის პარკეტებიც, მაგალითად ინდუსტრიული, დაფური. მათზეც მოგიყვები თუ გაინტერესებს. ჯერ სრული ინფორმაცია არ მაქვს.

თუ პარკეტზე ფინანსურად ხელი არ მიგვიწვდება შესაძლებელია დავაგოთ ლამინატი

და ბოლოს:


პარკეტი.გე ზე მინდა გითხრა ორი სიტყვა. ჩემი აღმოჩენაა. როცა პარკეტის ყიდვა გინდა, ხარისხიანი ლაქების და ზეთების, ან იატაკის მოხვეწა, შეგიძლია მშვიდად მიმართო. 

ახლა კი ამ პირველი გვერდიდან დაგემშვიდობები. მალე სხვა გვერდებზეც დაგპატიჟებ, იქ განვაგრძოთ საუბარი თუ მოისურვებ.


ნუ დაიკარგები, შემოიხედე ხოლმე. მიხარია შენთან ურთიერთობა. ყავა მოგეწონა ?

წარმატებები და დროებით...

შენი მეგობარი ნინი (ბევრი ვწერეთ და ვიკითხეთ ერთად. უკვე ჩემიანად გთვლი)