⚡ ციკლოვკის მიმდინარე ტარიფები და პირობები
- ლაქის წასმის ხელობის საფასური სრულად შედის ციკლოვკის ღირებულებაში!
- ხარისხიან გერმანულ ლაქზე საშუალოდ გაითვალისწინეთ 12-დან 16 ლარამდე კვადრატულზე.
- მომსახურება რეგიონებში: გასვლა ხდება წინასწარი შეთანხმებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
📌 სტატიის შინაარსი:
- ფროილაინ ელენე — შესავალი ციკლოვკოლოგიაში
- ციკლოვკის თეორია — რა არის მოხვეწა?
- შეიძლება თუ არა ყველა პარკეტის მოხვეწა?
- ციკლოვკა საკუთარი ხელით?
- აპარატები: რუსული, ჰუმელი, ტრიო და ფლიპი
- 📊 დანადგარების შედარების ცხრილი
- 🇬🇪 ციკლოვკა რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, მესტია)
- შეღებილი იატაკის (კრასკიანი პოლის) მოხვეწა
- იატაკის ღარები და დაშპაკვლის ტექნოლოგია
- ❓ ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
- ციკლოვკის გამოცდილი ხელოსანი
ფროილაინ ელენე — შესავალი ციკლოვკოლოგიაში
გამარჯობა, შემარყია ამ გოგომ. ელენემ... წუხელ დამირეკა. ჩემი სტუდენტობის მეგობარია, ციკლოვკის გაკეთებას აპირებს საკუთარი ხელით 150 კვადრატზე. წარმოგიდგენია? ქმარს დასცილდა და მგონი აღარ იცის საით მიმართოს მოზღვავებული ენერგია.
ბაბუამისის დაგებული პარკეტი აქვს სახლში. მიცეკვია ამ პარკეტზე სტუდენტობისას და მიწმენდია მეორე დღეს. გოგოები ვიკრიბებოდით ხოლმე, უშუქობა რომ იყო და ქვეყანა იქცეოდა. რადიო გვქონდა ელემენტებზე. თეთრად ვათენებდით. გვიხაროდა ახალგაზრდობა და ცხოვრება.
ახლა ჩემი ძვირფასი ფროილაინ ელენე მოწადინებულია ხელოსნის გარეშე გააკეთოს 150 კვადრატზე ციკლოვკა (ციკლოვკას ვამბობ, მოხვეწა არის მგონი ქართული სიტყვა, ხან ერთს გამოვიყენებ, ხან მეორეს).
ჰოდა სხვას ვის, თუ არა მე მომადგა. იცის, რომ მთელი ცხოვრება რემონტებში ვარ. შეკეთება, გადაკეთება, ავეჯისთვის ადგილის და ფუნქციის შეცვლა ჩემი სისუსტეა. აქ კი უნდა გამოგიტყდე: იატაკის მოხვეწა ჩემთვისაც ახალი ხილია, თუმცა უარს ვერ ვეტყვი ელენეს. უნდა დავეხმარო. ჩაერთვები შენც? ნელ-ნელა დეტალებში გავერკვიოთ და შემდეგ ციკლოვკოლოგიაში დისერტაციაზეც ვიფიქროთ.
ციკლოვკის თეორია
სამეცნიერო ხარისხისთვის თეორია გვჭირდება, მცირედი მაინც. ინფორმაციის მოძიების პირველი წყარო თანამედროვე სამყაროში ინტერნეტია. საინტერესოა რას ამბობს ქართული ვიკიპედია ტერმინზე „მოხვეწა“. ვეძებთ და ჩამიჩუმი არ ისმის. როგორც ჩანს, ციკლოვკამდე ჯერ არ მისულან ქართველი ვიკიავტორები.
ციკლოვკა (მოხვეწა) არის: ხის ზედაპირის მექანიკური დამუშავების პროცესი, რომლის დროსაც ხდება ხის დაზიანებული, გაცვეთილი ზედა თხელი ფენის აფხეკა-მოხვეწა, ხის ზედაპირის შემდგომი გალაქვის ან დაზეთვის მიზნით.
ჩაი მიირთვი, გაგიცივდება. დღეს ჩაი-ფართი მოვიწყოთ.
ხომ გემრიელია? ახლა მივყვეთ თანამიმდევრობით ციკლოვკის ამბავს.
შეიძლება თუ არა ყველა პარკეტს გაუკეთდეს ციკლოვკა?
არა. ციკლოვკის დროს პარკეტი თხელდება, ამიტომ მოხვეწა უსასრულოდ არ შეიძლება. პარკეტი რომ მოვხვეწოთ, მას უნდა ჰქონდეს ამის რესურსი — ანუ საკმარისი მუშა სისქე პარკეტის ღარიდან (ე.წ. „შიპიდან“) მის ზედაპირამდე.
- ციკლოვკის შედეგად პარკეტი საშუალოდ 0.5 მმ-დან 1 მმ-მდე თხელდება. ამიტომ, თუ გვსურს პარკეტი დიდხანს გვემსახუროს, წამდაუწუმ არ უნდა ვაციკლოვკოთ. მაგალითად, მასიური მუხის პარკეტი უძლებს 5–7 მოხვეწას, ხოლო საინჟინრო (სამშრიანი) პარკეტი — საშუალოდ 2–4-ჯერ.
- მეორე მიზეზი, რის გამოც პარკეტს ციკლოვკა ვერ გაუკეთდება, არის შემთხვევა, როცა პარკეტი ამოვარდნილია, დამპალია ან ყანყალებს. ამ შემთხვევაში იატაკი ჯერ უნდა გამაგრდეს ან დაზიანებული ფიცრები ჩანაცვლდეს.
ფროილაინ ელენეს პარკეტი ამ კუთხით ჯერ კიდევ ფორმაშია — ციკლოვკის გაკეთება შესაძლებელია.
ციკლოვკა საკუთარი ხელით?
შეუძლებელი არაფერია, თუმცა გამოგიტყდები: არ მესმის, რატომ უნდა გინდოდეს თავად აკეთო სახლში ციკლოვკა, მით უმეტეს ქალმა. ერთადერთი გამართლება ალბათ ის არის, რომ არ გაქვს საკმარისი თანხა ხელოსნისთვის და ამის პარალელურად გაფუჭებული იატაკი ძალიან გიშლის ნერვებს. ფროილაინს ფული ნამდვილად აქვს, მაგრამ რომ აიჩემებს რამეს, ვერ გადაათქმევინებ.
მთავარი პრინციპია: იატაკი კარგად უნდა მოიშქურკოს — მოზუმფარდეს. შქურკას ქართულად ზუმფარა ჰქვია. გასათვალისწინებელია, რომ იატაკი თანაბრად უნდა მოზუმფარდეს, რათა ლაქის ან ზეთის წასმის შემდეგ ხეს ერთგვაროვანი, იდეალური ვიზუალი ჰქონდეს.
რა ხელსაწყოები გამოიყენება და რამდენი სახეობის ციკლოვკა არსებობს?
მოციკლოვკება ხდება სპეციალური ციკლოვკის დანადგარებით. საქართველოში აქტიურ მოხმარებაშია რუსული და გერმანული დანადგარები:
- რუსულ ციკლოვკას ეძახიან 1 დანადგარით იატაკის დამუშავებას — ან საბჭოთა რუსული აპარატით, ან გერმანული ჰუმელით.
- გერმანულ ციკლოვკას ეძახიან სრულ პროცესს, რომელიც ბოლოვდება გერმანული სამდისკიანი დანადგარით — ტრიოთი (Trio).
1. რუსული ციკლოვკა რუსული დანადგარით
რუსული დანადგარი ლენტური სისტემით მუშაობს და განკუთვნილია შავი, უხეში სამუშაოს შესასრულებლად. მასში ერთიანი უწყვეტი ლენტი არ მონტაჟდება და ამიტომ გადაბმის ადგილები კვალს იტოვებს. თუ ციკლოვკის ხელოსანი გამოცდილი არ არის, რუსულმა აპარატმა შეიძლება პარკეტზე ტალღები და ღრმულები დატოვოს. ამ აპარატით დამუშავებული ზედაპირი იდეალური არ გამოდის.
2. რუსული ციკლოვკა გერმანული დანადგარით (Lägler Hummel)
რუსული აპარატის მსგავს ლენტურ პრინციპზე მუშაობს გერმანული დანადგარი Hummel. თუმცა, რუსულისგან განსხვავებით, მასში ერთიანი, უნაკერო ლენტური ზუმფარა მონტაჟდება, ამიტომ გადაბმის ხაზები არ გააჩნია.
თუ ირჩევთ ეკონომიურ ვარიანტს, უმჯობესია მოიძიოთ ხელოსანი, რომელიც სამუშაოს გერმანული ჰუმელით შეასრულებს. ზუმფარების ხარჯი 1-2 ლარით მეტია, მაგრამ შედეგად შეუდარებლად სწორ და სუფთა ზედაპირს მიიღებთ.
3. პრემიუმ გერმანული ციკლოვკა (Lägler Trio)
გერმანული ციკლოვკის დროს გადამწყვეტია ფინიში Trio-თი. ეს არის სამდისკიანი პლანეტარული აპარატი, რომელიც ხის ბოჭკოებს უმცირეს დონეზე აპრიალებს. ტრიოს შემდეგ იატაკზე აღარ რჩება არცერთი წრიული კვალი ან მიკროდეფექტი. იატაკის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელოსანმა შესაძლოა მხოლოდ ტრიოც კი გამოიყენოს.
როგორ კეთდება კუთხეები და ბატარეის ქვეშ? (Lägler Flip)
პრობლემურია მოხვეწა რთულად მისადგომ ადგილებში — კედლის კიდეებთან, კუთხეებში და ცენტრალური გათბობის ბატარეების ქვეშ. ზოგიერთი ხელოსანი ამ ადგილებს კუთხსახეხით („ბალგარკით“) ამუშავებს, რაც საშინლად ამტვერებს ოთახს და იატაკზე ამოჭრილ ჩაღრმავებებს ტოვებს.
პროფესიონალი ხელოსნები იყენებენ სპეციალურ გერმანულ დანადგარს — Flip-ს, რომელსაც აქვს მტვერსასრუტი და სპეციალური გრძელი ცხვირი ბატარეების ქვეშ სამუშაოდ.
📊 ციკლოვკის დანადგარების შედარება: რომელი ჯობია?
| დანადგარი | სამუშაო ეტაპი | მტვრის დონე | ზედაპირის ხარისხი | ფასი მ² |
|---|---|---|---|---|
| რუსული აპარატი | შავი, უხეში მოხვეწა | მტვრიანი | საბაზისო (ტოვებს ნაკერის კვალს) | 17 ₾ |
| Lägler Hummel (გერმანული) | შავი და საშუალო მოხვეწა | უმტვერო (ტომრით) | სწორი, უნაკერო ზედაპირი | 17 ₾ |
| Lägler Trio (გერმანული) | სამდისკიანი ფინიში / პოლირება | 100% უმტვერო | პრემიუმ სარკისებური | 25 ₾ |
| Lägler Flip (გერმანული) | კუთხეები, ბატარეები, კიდეები | უმტვერო | იდეალური კუთხეები | შედის ფასში |
🇬🇪 ციკლოვკა რეგიონებში: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, მესტია, ზუგდიდი და ფოთი
ხშირად გვეკითხებიან: „გამოდის თუ არა ციკლოვკის ხელოსანი თბილისის გარეთ?“ — დიახ, ჩვენი ჯგუფი გადის რეგიონალურ შეკვეთებზეც! რეგიონებში გერმანული უმტვერო ტექნიკით (Hummel, Trio) მომუშავე კვალიფიციური ხელოსნების სერიოზული დეფიციტია, ამიტომ ჩვენ რეგულარულად ვასრულებთ პროექტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში:
რუსთავში, მცხეთაში, საგურამოსა და კოჯორ-წყნეთში გასვლა ხდება სტანდარტული თბილისის ტარიფებითა და მინიმალური სატრანსპორტო ხარჯით.
ზღვისპირა ზოლში მაღალი ტენიანობაა. აქ ციკლოვკასთან ერთად გადამწყვეტია ხარისხიანი წყალგამძლე გერმანული ლაქის ან Hardwax-Oil-ის შერჩევა.
დასავლეთ საქართველოს ქალაქებში ხშირად ვამუშავებთ როგორც კერძო სახლების ძველ მუხის იატაკებს, ისე ახალაშენებული ბინების საინჟინრო პარკეტს.
მაღალმთიან კურორტებზე მოთხოვნადია ხის კოტეჯების, საოჯახო სასტუმროებისა და რესტორნების მასიური ფიცრის იატაკის სრული რესტავრაცია.
❓ იმტვერება თუ არა ოთახი ციკლოვკის დროს?
თუ ციკლოვკის დანადგარები თანამედროვე და ტექნიკურად გამართულია, მტვერი სპეციალურ მრავალშრიან ტომარაში გროვდება და პროცესი მტვრის გარეშე მიმდინარეობს. კედლები, ჭერი და ავეჯი სუფთა რჩება!
შეღებილი იატაკის მოხვეწა („კრასკიანი პოლი“)
სქელი ზეთის საღებავით შეღებილი იატაკის ციკლოვკა გაცილებით შრომატევადი პროცესია — საღებავი ხურდება, ეკრობა ზუმფარას და ხარჯიც იზრდება. ბევრი ხელოსანი საერთოდ უარს ამბობს ასეთ იატაკზე, ხოლო ვინც აკეთებს, განსხვავებული ტარიფით მუშაობს.
ასეთ შემთხვევაში იდეალურია ჰუმელის უხეში (მაგალითად, 12 ან 16 ნომერი) სპეციალური ზუმფარის გამოყენება, რომელიც საღებავს სწრაფად ხსნის ხის დაუზიანებლად.
იატაკს გაუჩნდა ღარები — რა გავაკეთოთ?
ციკლოვკის დროს პარკეტის ფიცრებს შორის წლების განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყი ამოიწმინდება და ნაპრალები უფრო თვალშისაცემი ხდება. ეს ღარები აუცილებლად უნდა შეივსოს სპეციალური ხის შპაკლით.
როგორ მზადდება პროფესიონალური შპაკლი?
საუკეთესო ხის შპაკლი მზადდება ადგილზე: ციკლოვკის დროს წარმოქმნილ ხის სუფთა, წმინდა მტვერს ურევენ სპეციალურ სავალდებულო შემკვრელ სითხეში. მიღებული ფაფისებური მასა ზუსტად იმეორებს თქვენი პარკეტის ბუნებრივ ფერს.
⚠️ მნიშვნელოვანი რჩევა: შპაკლი უნდა გადაესვას მთელ იატაკზე თანაბრად და არა წერტილოვნად, რათა გალაქვის შემდეგ იატაკს ლაქები არ დაეტყოს.
❓ ხშირად დასმული კითხვები ციკლოვკაზე
1. რამდენი ხანი სჭირდება 50–100 მ² ბინის ციკლოვკას?
სტანდარტული 50-დან 70 კვადრატამდე ბინის ციკლოვკას და ლაქის წასმას გამოცდილი ოსტატი 1-2 სამუშაო დღეს ანდომებს. უფრო დიდ ფართობებზე (100–150 მ²) პროცესი 2-დან 3 დღემდე გრძელდება.
2. როდის შეიძლება იატაკზე სიარული და ავეჯის შეტანა?
წინდებით ფრთხილად სიარული შესაძლებელია ლაქის ბოლო ფენის წასმიდან 24 საათში. მძიმე ავეჯის შეტანა და ხალიჩების დაგება კი რეკომენდებულია 5–7 დღის შემდეგ, როდესაც ლაქი ან ზეთი საბოლოო სიმტკიცეს მიაღწევს.
3. რა განსხვავებაა 17-ლარიან და 25-ლარიან ციკლოვკას შორის?
17-ლარიანი ციკლოვკა სრულდება 1 აპარატით (რუსული ან Hummel) და განკუთვნილია საბაზისო განახლებისთვის. 25-ლარიანი გერმანული ციკლოვკა კი მოიცავს სრულ ციკლს და ბოლოვდება სამდისკიანი Lägler Trio-ს პლანეტარული აპარატით, რაც იძლევა აბსოლუტურად გლუვ, სარკისებურ ზედაპირს ყოველგვარი ტალღებისა და ხაზების გარეშე.
4. შესაძლებელია თუ არა ციკლოვკის შეკვეთა რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, მესტია, რუსთავი)?
დიახ! ჩვენი ჯგუფი გადის რეგიონალურ შეკვეთებზე საქართველოს ყველა ქალაქსა და კურორტზე. სასურველია ფართობი იყოს მინიმუმ 50 მ² ან მეტი. ტრანსპორტირება და დრო თანხმდება წინასწარ ინდივიდუალურად.
5. რა სჯობს ციკლოვკის შემდეგ — ლაქი თუ ზეთი?
ლაქი ქმნის მყარ დამცავ ფენას და არ მოითხოვს ხშირ მოვლას. ნატურალური ზეთი და Hardwax-Oil კი ღრმად ჯდება ხეში, ინარჩუნებს ბუნებრივ ტექსტურას და იძლევა ლოკალური შეკეთების საშუალებას.
ჩვენს ამბავს რომ დავუბრუნდეთ...
ელენე ამბობდა: „ვიქირავოთ ციკლოვკის აპარატიო“. ვიდეოები დაუძებნია ინტერნეტში და თავი უკვე ციკლოვკის დედოფალი ეგონა. სხვა რა გზა გვქონდა, დავიწყეთ დარეკვა. აღმოჩნდა, რომ აპარატებს მხოლოდ გამოცდილ ხელოსნებზე აქირავებენ და ისიც ნაცნობებზე. ცოტათი გამიხარდა — იმედია გადაიფიქრებს ჩემი მეგობარი.
მეორე ვარიანტი იყო მცირე ზომის ხელის მანქანებით გაკეთება, მაგრამ 150 კვადრატზე ამის გაკეთება ელენესთვისაც ზედმეტი აღმოჩნდა.
საბოლოოდ გადავრჩით — დავურეკეთ ციკლოვკის ხელოსანს. თავაზიანი შეგვხვდა, მოვიდა გერმანული აპარატებით. გვითხრა: „ციკლოვკას მე გაგიკეთებთ, თქვენ უბრალოდ შეიარჩიეთ ლაქი გინდათ თუ ზეთიო“.
💡 სასარგებლო სტატიები თქვენი პარკეტისთვის:
- ვერ გადაგიწყვეტიათ რა წაუსვათ მოხვეწილ ხეს? გაეცანით გზამკვლევს: ლაქი, ზეთი თუ Hardwax-Oil? ➔
- როგორ მოვუაროთ იატაკს დაზეთვის შემდეგ? ზეთით დამუშავებული პარკეტის მოვლის 5 ოქროს წესი ➔
- აპირებთ ახალი იატაკის დაგებას? მასიური პარკეტი თუ სამშრიანი პარკეტი — რომელი ჯობია? ➔
ციკლოვკა გველოდება. ძალიან მაინტერესებს რა გამოვა. ამ ამბავს ცალკე მოგიყვებით. სხვა გვერდებზეც შემოიხედეთ, ყველგან მინდა შევხვდეთ და ვისაუბროთ.
მადლობა, რომ ჩემთან იყავით. დროებით!
შენი ნინი 🌿
გჭირდებათ ციკლოვკა თბილისში ან რეგიონებში?
დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს. დაგეხმარებით იატაკის შეფასებაში, ლაქისა და ზეთის შერჩევაში.
📞 599 695 964